2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში, ოპოზიციამ მოიპოვა 31 სადეპუტატო მანდატი.
ოპოზიციური სპექტრი არ ეთანხმებოდა არჩევნების შედეგებს და გაიმართა კონსულტაციები საყოველთაო ბოიკოტის შესახებ.
ბოიკოტს არ შეუერთდა პარტია ,,გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატები" და ,,საქართველოს რესპუბლიკური პარტიის" მიერ წარდგენილი ორი მაჟორიტარი დეპუტატი.
ბოიკოტის იდეას მხარი დაუჭირა გაერთიანებულმა ოპოზიციამ (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები) და ლეიბორისტულმა პარტიამ.
აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ გაერთიანებული ოპოზიციის ნაწილმა უარი თქვა დეპუტატის მანდატზე, ხოლო 5 დეპუტატი (ბაღათურია ჯონდო, დავითაია პაატა, თორთლაძე გია, ლორთქიფანიძე დიმიტრი და ცაგარეიშვილი გიორგი) შევიდა პარლამენტში.
ლეიბორისტული პარტიის ნაწილმა, ბოიკოტი გამოუცხადა საპარლამენტო საქმიანობას მანდატებზე უარის თქმის გარეშე, ხოლო 2 დეპუტატი (ნუგზარ ერგემლიძე და რამაზ თედორაძე) შევიდა პარლამენტში.
2008 წლის 3 ნოემბერს ვაკის და დიდუბის საარჩევნო ოლქებში ჩატარდა შუალედური არჩევნები, სადაც ერთიან ნაციონალურ მოძრაობას არ წარუდგენია კანდიდატები და ,,დაძაბულ ბრძოლაში" გაიმარჯვეს თამაზ კვაჭანტირაძემ და გურამ ჩახვაძემ. ორივე მათგანი შეუერთდა იმ დროისათვოის უკვე საფუძვლიანად სახელგატეხილი ოპოზიციის რიგებს.
2009 წელს საპარლამენტო მანდატი აღუდგა კონსტანტინე გამსახურდიას, რომელმაც თავის დროზე უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით, პირველმა მიმართა პარლამენტს. საპარლამენტო მანდატის აღდგენისთვის კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება.
https://www.radiotavisupleba.ge/a/1558151.htmlhttps://matsne.gov.ge/ka/document/view/89638?publication=0მოკლედ ნაწილი პარლამენტში შევიდა და ასე შეკოწიწდა ,,ოპოზიცია" , რომელსაც უმრავლესობის მიერ კონსტრუქციული ოპოზიციის საპატიო რეგალია მიენიჭა, ხოლო ნაწილი ქუჩის პროტესტს მიაწვა და გამარგინალდა.
https://www.youtube.com/watch?v=dSR6jGCV700დღეს ოპოზიციამ უნდა გაითვალისწინოს 12 წლის წინანდელი გამოცდილება და არ იქცნენ ,,კოლექტიურ პადოშებად" ან მარგინალებად.
პარლამენტში შესული ოპო დეპუტატი დაემშვიდობება როგორც პოლიტიკოსის სტატუსს, ასევე სანდო პიროვნების სახელს.
პარლამენტის გარეთ მყოფმა ოპოზიციამ არ უნდა დაიწყოს ჩაქუჩებით სირბილი და უნდა მიმართოს პროტესტის უფრო აკადემიურ ფორმებს.
საერთო პოზიციის არქონის შემთხვევაში აზრი არ ექნება შემდგომ მოქმედებებს.
პატრიოტთა ალიანსმაც კი არ უნდა მოირგოს ქრისტიან-დემოკრატების როლი, თუ პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას აპირებენ.
2008 წლის საპარლამენტო არჩევნებშის შედეგად მანდატის მქონე დეპუტატები.
გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)
1. ბესელია ეკა
2. გაჩეჩილაძე ლევან
3. დავითაშვილი კობა
4. იაშვილი ირაკლი
5. კაციტაძე მამუკა
6. სანიკიძე გუბაზ
7. ჩიხრაძე ფიქრია
8. ძიძიგური ზვიად
9. ხაინდრავა გიორგი
10. გამყრელიძე დავით (ვაკის მაჟორიტარი)
11. საგანელიძე დავით (დიდუბის მაჟორიტარი)
12. გამსახურდია კონსტანტინე
13. ბაღათურია ჯონდო
14. დავითაია პაატა
15. თორთლაძე გია
16. ლორთქიფანიძე დიმიტრი
17. ცაგარეიშვილი გიორგი
შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია
1. გუგავა გიორგი
2. ნათელაშვილი შალვა
3. შატბერაშვილი იოსებ
4. ძაგანია კახაბერ
5. ერგემლიძე ნუგზარ
6. თედორაძე რამაზ
გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატები
1. ანიკაშვილი მაგდალინა
2. ახვლედიანი გიორგი
3. ვეფხვაძე ლევან
4. თარგამაძე გიორგი
5. ლალიაშვილი ნიკოლოზ
6. მაისურაძე რატი
საქართველოს რესპუბლიკური პარტია
1. მარსაგიშვილი რომან (ყაზბეგის მაჟორიტარი)
2. კოპალიანი კარლო (ცაგერის მაჟორიტარი)
ვინ შეიძლება გახდეს 2020 წლის ჩამოსხმული სირი?
This post has been edited by leqso0077 on 23 Nov 2020, 16:49