#57202632 · 22 Nov 2020, 18:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
PC ნაწილები ტექსტის ბოლოს !!!
გაუმარჯოს ყველას ვინც ამ პოსტს ნახავს . მოკლედ პრობლემა მაქვს შემდეგში ... ავაწყე PC რომელიც რაღაც დროის განმავლობაში თავისთვის ითიშება .გათიშვაში ვგულისხმობ შემდეგს>მაგალითად ვთამაშობ csgo-ს , (რომელსაც ვაყენებ Custom setting ებზე ) მათამაშებს უპრობლემოდ რამდენ ხანსაც მინდა , მაგრამ როცა ვთამაშობ მაგალითად 2020 წლის თამაშს რომელიც გაცილებით ძლიერ მონაცემებს მოიხმარს მათამაშებს რამოდენიმე წუთი და შემდეგ უკვე კომპიუტერი თავისთვის ითიშება და ჩართვას რამოდენიმე წუთი უნდება (ვფიქრობ ელოდება რომ რაღაც გაგრილდეს , ანუ ეგრევე ჩართვა გამორიცხულია).თავიდან მეგონა პროცესორის გრადუსები რადგან მაღალი იყო (თამაშის ultra გრაფიკებზე 70-85 გრადუსი) მეთქი ამიტომ თიშავსთქო მაგრამ არა ! გადმოვწერე პროგრამა და დავიწყე პროცესორის 100% დატვირტვა სადაც პროცესორი 98 გრადუსებზე ადიოდა და კომპიუტერი არ მეთიშებოდა მაინც . პროცესორი გამოვრიცხე , დედაპლატის გრადუსებიც ნორმალურად ჩიპსეტი 50-60 გრადუსებზე მერყეობს (არ ვიცი რამდენად ნორმალურია) , შემდეგ დავტივრთე ვიდეო კარტა რომელმაც ტესტი საამაყოდ გაიარა , გავტესტე ოპერებიც რომელებმაც კარგი შედეგი დადეს , მრჩება ერთადერთი კვება , შესაძლოა რომ კვების ბრალი იყოს ? ან დეფექტი ჰქონდეს რაიმე ? კომპიუტერი ჩართვით ჩვეულებრივად ირთვება მაგრამ მაღალი გრაფიკების თამაშის დროს უკვე ავტომატურად ითიშება ხოლო დაბალი გრაფიკების თამაშის დროს ჩვეულებრივად უპრობლემოდ მათამაშებს.
PCნაწილები პროცესორი - Ryzen9 3900x (გაგრილება თავისი ბოქს ქულერი) დედაპლატა - Asus Rog Crosshair VIII Hero WIFI ვიდეოკარტა - Aorus Extreme GTX 1080 TI ოპერატიული მეხს. - Corsair Vengeance 2x8 (3000mhz) მეხსიერება - M2 Samsung 970 Evo 1TB კვება - Thermaltake Smart Pro RGB 850w Bronze * * * პ.ს დრაივერები ყველაფერი განახლები მაქვს. პ.პ.ს მაზერი არის X570
|