"ლაგუნასთან" მოუცურდათ მანქანა... თორნიკეს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა" - რას ამბობს ავარიის შედეგად გარდაცვლილების მეგობარი
გუშინ საღამოს, თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მოხდა. გარდაცვლილი ახალგაზრდები თორნიკე კობახიძე და გენრი წახნაკია "ასპრია ფიტნესის" თანამშრომლები არიან.
გარდაცვლილი 28 წლის თორნიკე კობახიძის მეგობარი AMBEBI.GE-სთან ავარიის დეტალებს ყვება. მისი ინფორმაციით, ახალგაზრდებს ავტომობილი მოუცურდათ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირიპირო ზოლში მოძრავ ავტომობილს შეეჯახა.
"ლაგუნა ვერესთან" მოუცურდათ მანქანა, საპირისპირო ზოლში გადავიდა და ავტომობილს შეეჯახა. იმ ავტომობილის მძღოლიც მძიმედ ყოფილა. მარტო იყო ის მანქანაში, როგორც ვიცი. თორნიკეს ავტომობილში სამნი ისხდნენ: გენრი, რომელიც საჭეს მართავდა, თორნიკე და მათი მეგობარი გოგო თეკლა. გენრი და თორნიკე თანამშრომლები იყვნენ. "ასპრია ფიტნესში" მუშაობდნენ. თორნიკეს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ჯერ კიდევ გვიჭირს დაჯერება. არ ვიცი, ასეთი ბიჭები მიწაში როგორ უნდა ჩაწვნენ. საოცარი ადამიანები იყვნენ..." - ამბობს გარდაცვლილის მეგობარი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
https://www.ambebi.ge/article/251982-laguna...ornikes-meugle/ცნობილი ფიტნეს ინსტრუქტორები არიან

ღმერთმა ორივე ნათელში ამყოფოს
საბედნიეროდ გოგონა თეკლა გადარჩა და კარგად არის, სულ თავიდან ჟურნალისტებმა გაავრცელეს არასწორი ინფორმაცია გოგონას დაღუპვაზე საბედნიეროდ კარგადაა და გონზეა და ფეიზბუქსზე გამოეხმაურა.

საიტებზე ვიღაც გამოსირებული ###ები წერენ თითქოს პლანი ჰქონდათ მოწეული ან კაიფში იყვნენ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშს მინდა მივმართო მაგ არაკაც და არაქალ ყ.ლეებს როცა ადამიანს არ იცნობ და ცხოვრებაში არ შეგხვედრია და არ იცი რას წარმოადგენს არ უნდა დაწერო ეს ###ობა და ავარია მარტო ერთი მიზეზით არ ხდება სხვა უამრავი მიზეზითაც ხდება.
This post has been edited by VIP Blogger on 22 Nov 2020, 20:53