ამასა აქვს ჩაფიქრებული და გაცხადებულიც:
„როგორც მოსალოდნელი იყო, ივანიშვილმა ყველა გადააგდო და გააცუცურაკა“. – განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქლაივში, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო.
„ერთი რამ ვიცი, მოდის მალე გიორგობის დღესასწაული, 23 ნოემბერი. ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს, გააკეთოს მშვიდობიანი მობილიზაცია. ამ რეჟიმს არანაირი ლეგიტიმურობა აღარ აქვს. ასე რომ, ყველაფერი ახლა ჩვენზეა დამოკიდებული. ძალა ერთობაშია. ყველაფერი გამოგვივა“. – თქვა სააკაშვილმა.