შროდინგერისფისოვუყურე ესე იგი და მივხვდი ტრეილერის ბოლოში დევიდ ლინჩი რატომ იყო ნახსენები.
ჰორორის ნაწილის გამოკლებით ძალიან ბევრი მსგავსება ვიპოვე მალჰოლანდ დრაივთან.
21-ე საუკუნის საუკეთესო ფილმი დაგუგლე აბა.

Starry Eyes-შიც ისევე როგორც მალჰოლანდ დრაივში მთავარი პერსონაჟი Big Hollywood Dream-ისკენ მიისწრაფვის.
გარდა მაგისა ამასწინათ პირველად გამჟღავნდა მალჰოლანდ დრაივში Casting Coush-ის თეორია.
ანუ ამ თეორისს თანახმად ლინჩმა 2001 წელს ჰოლივუდში რაც ხდებოდა იმაზე გამოთქვა საკუთარი აზრი, მაგრამ ეს ისე გააკეთა რომ აქამდე ვერავინ ხვდებოდა.
იმ დროს ამაზე ღიად საუბარი შეუძლებელი იყო.
ლინჩი თბილისში როცა იყო ჩამოსული ამ თემასაც შეეხო გაკვრით.
შენს ადგილზე Neon Demon-საც მივცემდი კიდევ ერთ შანსს, მსგავსება აშკარაა.
მანდაც გოგო დიდი მიზნისკენ მიისწრაფვის, ოღონდ სამოდელო ბიზნესში და მანდაც fame-თან დაკავშირებულ გარდაქმნასთან გვაქვს საქმე +ჰორორი. + 80-იანების საუნდტრეკი.
მე ეხლა საერთოდ ვფიქრობ რომ რეფნს შეიძლება მაგ ფილმიდან გაუჩნდა ნეონის დემონის იდეა, რეფნი ჰორორების დიდი ფანია და ეგ უეჭველი ნანახი ექნებოდა.
პლაგიატობაში არ მინდა დავდო ბრალი, მარა აი მაგალითად გასაუბრების დროს სიბნელეში ფოტოების გადაღების იდეა პირდაპირ მაქედანაა გადმოღებული.
IMDB-ზეც reference-ბშიც წლების მიხედვით ყველაზე ახლოს გადაღებულ ფილმად Starry Eyes არის მოხსენიებული.
https://www.imdb.com/title/tt1974419/movieconnections