კახაბერ ალადაშვილი: არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ განცხადებას, რომელიც შენ გააკეთე ჩემ მიმართ ერთ-ერთ სპორტულ გადაცემაში, სადაც ამბობ, რომ დადასტურებულად იცი, თითქოს მე დავუკავშირდი ნაკრების ერთ-ერთ ფეხბურთელს და ვთხოვდი პრესკონფერენცია ჩაეტარებინა ნაკრების დისკრედიტაციის მიზნით.
ცილისწამებას და ტყუილებს ჩემი და ჩემი მეგობრების მისამართით შენგან მივეჩვიე უკვე. ეგ კარგად გამოჩნდა შენი საარჩევნო კამპანიის დროსაც, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია.
არც ის მიკვირს ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტის გამოხატვა რომ არ მოგწონს და ორგანიზატორად მე რომ მაცხადებ.
სხვისკენ ხელის გაშვერა და პრობლემების გადაბრალება რომ შენი სტილი ყოფილა, ესეც გავიგეთ...
ამიტომ, მოვითხოვ საჯაროდ თქვა იმ ფეხბურთელის სახელი, ვისაც მე, ვითომდა დავუკავშირდი და ვთხოვე მსგავსი სიბინძურე გაეჟღერებინა.
p.s ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები ეროვნული ნაკრების და ზოგადად ქართული ფეხბურთის ნაწილი და წევრი, ოღონდ არა იმ უუნარო ფედერაციის ნაწილი და წევრი, რომელსაც შენ ხელმძღვანელობ.
კიდევ ერთხელ ვუცხადებ მხარდაჭერას საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. თქვენ გვერდით ვარ ბიჭებო
წყარო:
კახაბერ ალადაშვილი