#59449824 · 26 Jul 2022, 16:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვინაიდან მერიაში და პატრულში არაფრის აზზე არ არიან, იქნებ აქ უფრო აღმოჩნდეს ვინმე კომპეტენტური. მდგმურისგან ისმის ხმამაღალი მუსიკა. პატრულმა ჩვენ ხმის საზომი აპარატურა აღარ გვაქო. უნდა მიმართო მერიის სამსახურსო. იქ დავრეკე, ჩვენ მარტო რესტორნების და კომერციული ფართების ხმაურს ვზომავთო. სხვა კიდე რა სამსახური დარჩა? ლოგიკა სადაა? ანუ რესტორანს თუ აჯარიმებენ, მეზობელი სხვა თემაა? როცა მაგის მუსიკა გესმის, ნაკლებად შემაწუხებელია? პატრულმა მაქსიმუმ გაფრთხილება მივცეო, ჯარიმას ვერ გამოვუწერო. ამათი ახსნით გამოდის რო მუსიკებს უნდა ვუსმინო. იქნებ დაწეროს ვინმემ ხმაურზე რა კანონებია, პუნქტებით, რო ვნახო, შესაბამისი მუხლი და ვის რა ეხება საერთოდ ამ ქვეყანაში.
|