ნებისმიერ ქვეყანაში წესრიგსა და სისუფთავეს განაპირობებს ორი რამ, ადამიანების შინაგანი კულტურა, (აღზრდა, შეგნება) და კანონის შიში.
ზოგიერთ ქვეყანაში მოსახლეობა ამას კანონის შიშით აკეთებს, ზოგიერთ ქვეყანაში კი უბრალოდ შინაგანი კულტურა და აღზრდა აიძულებთ ამის გაკეთებას
მოდი დასაწყისშივე შევთანხმდეთ, რომ ქართველებს ყოფითი კულტურა არ გვაქვს, ჩვენ ვართ ბინძური ხალხი, ხალხი, რომელიც ნაგავს ისვრის მანქანიდან, კორპუსის აივნიდან, ავტობუსიდან და ა.შ. ჩვენ ნაყინის ქაღალდს ვაგდებთ იქ სადაც ნაყინის ჭამას ვამთავრებთ, ბორჯომის ცარიელ ბოთლს და ლუდი ქილას იქ, სადაც სმას ვამთავრებთ, ჩვენ ვართ ხალხი რომელიც საცობის დროს ტროტუარებზე დადის მანქანით, ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც საცობის დროს 6 ზოლიანი მაგისტრალის 5 ზოლი საცობის აქეთ მდგარ მანქანებს უკავიათ, ხოლო 6 ზოლიანი მაგისტრალიდან 5 ზოლი, საცობის იქით მდგარ მანქანებს.
რა ხდება იმ დროს, როცა ადამიანებს შინაგანი კულტურა, შეგნება და აღზრდა არ აქვთ და ამასთან ერთად არ აქვთ კანონის შიში?
ხდება ის, რომ ახლადაშენებული კორპუსის მე-7 სართულის მფლობელი საკუთარ აივანს ღებავს მწვანედ, მე-8 სართულის მესაკუთრე ყვითლად, ხოლო მე-3 სართულის მფლობელი ლურჯად, ხდება ის, რომ მე-6 სართულის მფლობელი აივანს საერთოდ ბლოკით აშენებს, შიგნიდან ლესავს გარედან არა, მე-9 მფლობელი ყრუ კედელში ფანჯარის გამოტეხვას იწყებს, ვიღაცა ფანჯარას ადიდებს, ვიღაცა აპატარავებს და ასე დაუსრულებლად.
გეკითხებით ჩვენ სახელმწიფო გვაქვს თუ ჯოგური წყობილებაა?
რა გგონიათ ვენაში, მადრიდში ან ამსტერდამში ყველას აკმაყოფილებს საცხოვრებელი ფართი? არ აკმაყოფილებთ, მაგრამ აბა ვინმემ გაბედოს და თვითნებურად დაიწყოს რამის ამოშენება, მეორე დღესვე ცხვირით მოახნევინებენ იმ ამოშენებულს და ისეთ ჯარიმას გადაახდევინებენ, ის ბინის ღირებულება არ ეყოფა.
ან, როდემდე შეიძლება დახუჭო თვალი იმაზე, რომ შუა გამზირზე გაფენილია ტრუსიკები და ლიფები, მარჯანიშვილი, წერეთელი, ისანი, პეკინი, დელისი, ყველგან ტრუსიკები იყიდება, ციგნები აქამდეც ვაჭრობდნენ და გასაგებია, ეხლა ჩინელებმა გაშალეს ფიცრები ისნის მეტროს წინ, ჩინური კვარტალი გახდა, უსახური, უგემოვნო კონტრუქციები დააწყვეს და დაფინეს ზედ, ან ამ ქალებს რატო არ რცხვენიათ ამ შუა ქუჩაში ტრუსიკების და ლიფების მიზომება არ მესმის.
ვიცი, რომ ოპონენტები იტყვიან ხალხს უჭირს და უნდა ავიტანოთ, კაცო ჩინელი გაჭირვებულებიც ჩვენ უნდა ავიტანოთ?? ჩინეთის მთავრობა არ ავაჭრებს ესეთი ფორმით ჩინეთში და ჩვენ ავიტანოთ, იმიტომ რომ უჭირთ?
და მეორე, შიგნით, რომ დააწყონ ტრუსიკები ვითომ აღარ გაიყიდება? ეს დალოცვილი უტრუსიკოდ ხომ არ ივლის ხალხი, გარეთ, რომ ვერ იყიდის შიგნით შევა აბა სად წავა?
ერთ კორპუსში ზოგი ლურჯად, რომ ღებავს აივანს და ზოგი ყვითლად ესეც გაჭირვების ბრალია?? სხვადასხვა ფასი ღირს ლურჯი და ყვითელი საღებავი ალბათ არა? ვისაც არ უჭირს ის ლურჯს ყიდულობს, ვისაც უჭირს და ლურჯ საღებავს ვერ შეწვდა ის ყვითლად ღებავს?
იმის გამო, გუგავას, ნათელაშვილის და ბესელიას მსგავსმა გაუნათლებელმა, მდარე აზროვნების ადამიანებმა რომ არ "იბუინონ" თავზე ნაცარი უნდა დავიყაროთ?
ერთხელ და სამუდამოდ ვუთხრათ ამ ყრუ და ბნელ ოზიციას, რომ ნუ სპეკულირებენ ამ თემით და საერთოდ შეიცვალონ პროფესია, დაგვანებონ თავი ამ გაუნათლებელმა "სბროდმა"
მოკლედ ვითხოვთ მათრახს, მიერთდებით?
მოგმართავთ მთავრობას, პრეზიდენტს, მერს, შინაგან საქმეთა მინისტრს, მათრახს ვითხოვთ, მათრახს, გაიგეთ მათრახი გვჭირდება.
ნასვამზე პატრულმა 150 ლარით დამაჯარიმა და მიუხედავად იმისა, რომ ფული თავზესაყრელი ნამდვილად არ მაქვს, ვთვლი, რომ ჩემ სახელმწიფოს ამაზე კარგი ჩემთვის ჯერ არაფერი გაუკეთებია, მადლობას გეუბნებით ჩემი დაჯარიმებისთვის, მაგრამ კიდე მეტ სიმკაცრეს ვითხოვ.
წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ წინ ვერ წავალთ, ჩვენ ვივლით ერთ ჩაკეტილ წრეზე და ვიქნებით ჯოგი და არა სახელმწიფო.
კარგი ბატონო, ეს მოხდა 90 წლების განუკითხაობის დროს, თუმცა უამრავი ადამიანი სიცოცხლის რისკზე შეგდება არცერთ დროს არ შეიძლება

ეს უკვე ჩვენი თანამედროვეობაა, საქათმე მე-11 სართულზე, ერთერთი "თბილისელი" ანგრევს კორპუსის საყრდენ კედელს მე-11 სართულზე და კორპუსის გარედან ამონტაჟებს საქათმეს, ფეხებზე კიდია თბილისის იერსახე, მეზობლებიც, თბილისელებიც, აქაური თუ უცხოელი სტუმრებიც, მთავრობა და მერია ხო სულ სირზე კიდია, აი ესე, ახალი კვერცხი უნდა აიღოს დილით ახალგაღვიზებულზე.
"გეპეი"-ს I კორპუსის უკან, ტელევიზიასთან, გმირთა მოედნიდან რომ ჩანს ლურჯი კორპუსი

ამ ქალაქს და ამ ქვეყანას პატრონი ყავს???
ესეთ ქალაქში ცხოვრება გინდათ???

მოდერატორს ვთხოვ, რომ თემა არ გადაიტანოს "თბილისი"-ს განყოფილებაში
ეს თემა არის პოლიტიკური, რადგანაც ეს ყოველივე გამოწვეულია ოპოზიციის უმრავლესობის მიერ მსგავსი საკითხების სპეკულირებითა და პოპულიზმით, ესეთ საკითხებზე ცდილობს ოპოზიციის ძალიან ბევრი წარმომადგენელი ქულების დაწერას და შესაბამისად სცდება ვიწრო ურბანულ საკითხებზე მსჯელობას, რასაც მე პირადად "თბილისი"-ს განყოფილებაში არაერთგზის ვაკეთებ.
This post has been edited by _GEORGIA_ on 19 Jun 2010, 23:16