ვყიდი ჩემს კეისს, ეტევა ყველანაირი დედაპლატა E-ATX და XL-ATX-ის ჩათვლით ! აქვს 9 ცალი PCI/PCIe სლოტის ადგილი!
დგება 360მმ-იანი რადიატორი ზემოთ, 280მმ-იანი წინ და 140მმ-იანი უკან და ქვემოთ, თავისუფლად მოთავსდება ნებისმიერი სირთულის წყლის გაგრილების სისტემა 2-3 რადიატორით და ბლომად ფანებით
მოყვება ქარხნული 3 ცალი 140მმ LED ფანი წითელი განათებით
აქვს 6 ცალი 3.5"-იანი სამაგრი HDD-ებისთვის და 4 ცალი 2.5"-იანი სამაგრი SSD-ებისთვის (ან ლეპტოპის HDD-იც შეგიძლიათ ჩააყენოთ, მე მასე მაქვს)
https://www.corsair.com/us/en/Categories/Pr...p/CC-9011046-WWგვერდით კარზე პეტლები აქვს მოტეხილი (ბავშვებმა გამიფუჭეს), თავიდან დამაგრებას ვფიქრობდი მაგრამ მერე გადავწყვიტე მთლიანად გამჭვირვალე აკრილის გვერდი დამეყენებინა, თუმცა მაგისთვისაც ვერ მოვიცალე, შუშა მაქვს უბრალოდ გამოსაჭრელია და პეტლები აქვს გადასატანი. ორიგინალი რკინის გვერდი პეტლების გარეშეც მაგრდება, თავისივე მაგნიტები და ჩამკეტი სახელური იჭერს ნორმალურად, თუ არ დაეჯახე ძალით, თავისით არ მოძვრება

ბევრს აქვს ნანახი ეს კეისი ჩემთან და ზომებში რამხელაა კი ეცოდინებათ
კეისს და დამატებით აკრილის შუშას ერთად გავყიდი
300 ლარად! (მარტო ამ კეისის ტრანსპორტირება დამიჯდა 350 ლარი თავის დროზე, როცა დოლარი 2.2-ზე იყო)
ვინც იცის რა კეისია, კი მიხვდება რომ ნახევარ ფასში ვყიდი
გაყიდვის ერთადერთი მიზეზია ის რომ ზომის ამბავში ვერსად ვეღარ მოვათავსე და უფრო პატარა კეისზე მიწევს გადასვლა, ამისთვის სპეციალური მაგიდის გაკეთებასაც აზრი არა აქვს ვერც იმას ვერსად ვერ დავდებ, საკმაოდ სიმჭიდროვე მაქვს ბინაში

ყუთიც მქონდა ამ კეისის მაგრამ იგივე მიზეზის გამო გადაგდება მომიწია..
რეალურ სურათებს დავდებ მოგვიანებით




ზომების შესაფასებლად ეს სურათი ნახეთ (ზოტაკის ეს კარტები და კორსაირის AX1200i კვება რამხელაა ზომაში ვინც იცის, კი მიხვდება), ROG-ის დედაპლატაც ჩაკარგულია კეისში


ესეც ბონუსად
