#57241916 · 2 Dec 2020, 07:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Tiperson დაკვრა რაიმე ინსტრუმენტზე. გიტარა ყველაზე "ხადავოია" სიტუაციებში და ქალებსაც მართლა უფრო იზიდავ, ცდებითაც დაამტკიცეს. თუ გიტარის ტარება გეზარება და/ან ყიდვა გეძვირება, ტუჩის გარმონი იყიდე. ეგეც ძალიან კარგი რამაა, თან სატარებლად ადვილი. ან რამე ბიუჯეტური სინთეზატორი დაითრიე და კლავიშებს მიაწექი... რავი, უამრავი ვარიანტია.
ან კიდევ დარტყმების რაიმე კომბინაცია აირჩიე (მაგ. ჯები + კროსი + მარცხენა ჰუკი + მარჯვენა აპერკოტი) კარგ მწვრთნელს შეეკითხე ან ვიდეო მონახე და სრულყოფილებამდე მიიყვანე. ჯერ ადგილზე ამუღამე ჩაკვირვებით, ნელა, მაქსიმალურად სუფთად და სწორად, სხეულის მასის ჩადებით და კუნთების შეთანხმებული მუშაობით. მერე ეცადე სისწრაფეზე იმუშავო, მერე სხვადასხვა დაცვასთან და გადაადგილებასთან ერთად. ეგეც თავიდან ნელა და მერე სწრაფად. ჰო, სიზუტეც გინდა, ამიტომ რამე პატარა სამიზნე ჩამოკიდე ჭერზე და ურტყი როგორც მოძრავს, ისე უძრავს. ეგ მთავარია, თუმცა დარტყმის ძალაზე მუშაობაც არ გაწყენდა. ამისთვის დიდი ტომარა გინდა. სახლში ყველა ვერ ახერხებს ჩამოკიდებას (ნათურაზე მაგას ვერ დაკიდებ). თუმცა დარბაზებიც გაიხსნება ორ თვეში. მძინარე რომ წამოგაგდონ, ავტომატურად უნდა ისროდე მაგ კომბინაციას. ამის წყალობით ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში ავტომატურად დაუშვებ სწრაფად, ზუსტად და ძლიერად.
ან რამდენიმე ჩოგბურთის ბურთი აიღე და ჟონგლიორობა დაამუღამე
ან პინგ-პონგის ოსტატი გახდი, ხალხს ფულზე ეთამაშე და ჩახადე ხოლმე
--------------------
ბოლი არ ამდის © Melanie_Pain ჯელქინგი მუშაობს © Nikalas
|