შეიძლება იფიქრო ადამიანმა რომ მოსახლეობა პროდასავლურია, რომ ჰკითხო დასავლეთი გირჩევნია თუ რუსეთიო 10-იდან 8 იტყვის დასავლეთიო, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს.
ასე ჰაერზე კი იტყვიან რომ დასავლეთი ურჩევნიათ, მაგრამ თუ ჩავეძიებით და მოსუვმენთ იმ ადამიანებს, რომლებმაც "დასავლეთი" არჩიეს, მივხვდებით რომ ისინი ძალიან პრორუსები არიან, მათ ყველა წინადადებაში სჩანს ეს.
ისინი უჭერენ მხარს უმცირესობების დევნას, ადამიანების უფლებების შელახვას(ვისაც აუპატიურებენ მისი ბრალია, გამოწვია და ა.შ.) ნატო კი უნდათ, მაგრამ ფიქრობენ რომ ნატოში შესვლა ტერიტორებზე უარის თქმას ნიშნავს ნიშნავს. თავს ევროპად არ თვლიან, სურთ იყვნენ კავკასიელები

როცა კავკასია კონტინენტი არ არის, ან ხარ ევროპელი ან აზიელი, კავკასიას რომ კონტინენტად დაამატებენ მერე შეგიძლიათ იდენტიფიცირდეთ როგორც კავკასიელი

ქცევაზეც ვისაუბროთ, რადგანაც ქცევა სიტყვაზე მეტს ნიშნავს, ქცევა განსაზღვრავს ადამიანს და არა სიტყვა, ევროპელი ადამიანი წესრიგისმოყვარული, მშრომელი და განათლებულია.
აქედან რომელია ქართველი? ლიფტი რომ იღება გასვლას არ გაცდიან ეგრევე გიხტებიან შიგნით. ქართველს ოღონდ წესი დაარღვევინე, ოღონდ უკულტუროდ ქცევის შესაძლებლობა მიეცი და თავს დამნაშავედ კი არ იგრძნობს, მეტიც იფიქრებს რომ ის სხვებზე უკეთესია, რადგანაც შესძლო პირადი სარგებელი მიეღო მარტივად, ეს არის რუსული ქცევა.
წლების მანძილზე გვეუბნებოდნენ რომ ქართველი ღირსეული, მებრძოლი და უშიშარია, მაგრამ ჩემი დაკვირვებით ქართველი ადამიანი ძალიან მხდალია, არ შესწევს ძალა შეეწინააღმდეგოს უსამართლობას, უსამართლობას საკუთარი თავის მიმართ, არ აქვს სურვილი მოსთხოვოს ადამიანს, რომელმაც ზიანი მიაყენა, მომავალი წაართვა და ცხოვრებას უარესებს.
ხომ გგონიათ რომ ქართველებს მდიდრები ეზიზღებათ? სრული სისულელეა, მდიდრული მანქანით ვმოძრაობდით(ჩემი არაა, მეგობრის) ყველა გიყურებს როგორც ღმერთს, ეშინიათ შენი და ზიზღის ნატამალიც არ იგრძნობა, ხოლო რაც უფრო საცოდავი ხარ, მით უფრო ცუდად გექცევიან. ესეც სიმხდალის მანიშნებელია, ამორალურობის, ინსტიქტების და პირველადი ემოციების მიხედვით მოქმედებს ქართველი: სუსტს დავჩაგრავ, ძლიერს მიწაზე დავუწვები.
ევროპელობა იცით რა არის? ღირსებაა, ნამდვილი ღირსება, ანუ ადამიანი პატიოსნად შრომობ, შენს საქმეს პირნათლად ასრულებ და უფლება გაქვს ღირსეულად იცხოვრო, ვინც გავნებს პასუხი მოსთხოვო და არ გეშინოდეს რომ ის შენზე მეტია, რადგან მეტი ფული ან გავლენიანი ნათესავი ჰყავს.
ქართველი ბუნებით ეწინააღმდეგება ევროპულ იდეოლოგიას და სანამ ბუნება არ შეიცვლება, მაქამდე მუდამ პრორუსები ვიქნებით, რამდენიც არ უნდა ვაფრიალოთ EU-ს დროშა
ქალაქში მტვერში წაიქცა ბავშვი...
Pastor just told me I'm toxic
I don't need help, I need options