სრული მარაზმია ეს პიროტქენიკა
რამდენიმე დღეა მუდმივი აფეთქებების ხმა მესმის, ღამეც არ მაძინებენ ნორმალურად, მუდმივი ტვინის ბურღვაა
პიროტექნიკა აბინძურებს გარემოს საშინლად, ფანჯარას ახლაც რომ ვაღებ საშინელი ჰაერი შემოდის.
სტანდარტული გრუზინი, ბავშვის გასართობად ყიდულობს პიროტექნიკას, მაგრამ იმას ვერ ხვდება რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში ბავშვი ამ ნაგავს სუნთქავს, რაც სიმსივნის რისკებს ძალიან ზრდის, ყველა ფიქრობს რომ თავის ბავშვს არ დაემართება, მაგრამ სტატისტიკა სხვა რამეს მოწმობს

ძაღლები და კატები ძალიან სტრესულ მდგომარეობაში არიან, ფაქტობრივად ტერორს ვახდენთ ცხოველების, არის შემთხვევები როცა იღუპებიან კიდეც ამხელა სტრესის გამო, მაგრამ ეგეც ვიცი გვკიდია გრუზინებს.
ვიცი დაიწერება პოსტები, ახალი წელია მერე, აბა რა უნდა ვქნათ და ა.შ.
ცივილურად აღნიშვნაც შეიძლება ყველაფრის, მაგრამ ახალი წლის აღნიშვნის მეთოდებშიც კარგად ჩანს თუ რატომ ვართ განუვითარებელი სახელმწიფო და რატომ იშიმშილებს ასიათასობით ადამიანი კიდევ დიდხანს აქ

ისიც ვიცი რომ ოცნება არაფერს შეცვლის და არ აკრძალავს, ეს ხომ მათი ელექტორატია და როგორ გაანაწყენებენ?

ადიოს
This post has been edited by არისტოტელე999 on 1 Jan 2021, 14:58
ქალაქში მტვერში წაიქცა ბავშვი...
Pastor just told me I'm toxic
I don't need help, I need options