სადღეგრძელო ოდითგანვე ითვლებოდა სურვილების გამოსახატავ ინსტრუმენტად მეორე ადამიანის ან ქვეყნის, ანდა რამე მოვლენის მიმართ.
სადღეგრძელოს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოში, რომელსაც ჩვენს ცნობიერებაში კულტურული ძეგლის ადგილიც კი უკავია. ყოველ შემთხვევაში ასე ჩანერგეს თაობებმა.
მაგრამ მთავარი კითხვა არასოდეს დასმულა:
აქვს კი სადღეგრძელოს ძალა?მე და ალბათ თქვენც მრავლად გინახავთ ფაქტები, როდესაც ადამიანს ადღეგრძელებენ: "სიხარულს და ბედნიერებას გისურვებ და სულ ღიმილი გქონდეს სახეზე" და ის ადამიანი რამოდენიმე დღეში გარდაცვლილა. ანდა მოხუცს ადღეგრძელებენ: "ჯანმრთელად იყავი კიდევ მრავალი წელი" და რამოდენიმე თვეში სული დაულევია.
ნუ, ქვეყანას ხომ ადღეგრძელებენ და ადღეგრძელებენ, ქვეყნის სიყვარულში დნებიან სადღეგრძელოს თქმისას, მაგრამ ქვეყანას მაინც არაფერი შველის.
ამიტომ სადღეგრძელოს თუ ძალა არ აქვს, მაშინ სადღეგრძელოს თქმას და მის არსებობას აზრი აქვს?
This post has been edited by brevalo on 14 Feb 2023, 13:13