#57296892 · 14 Dec 2020, 17:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საინტერესო თემაა  QUOTE | ყოველდღე ვხედავთ როგორ ვარდება ლარის კურსი. მართალია პანდემია მსოფლიო პრობლემაა, მაგრამ სხვა ვალუტასთან შედარებით ამხელა კლება კარგი საქმე არ უნდა იყოს... |
ნამდვილად არაა საამაყო საქმე.
QUOTE | თქვენი აზრით რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში ლარის კურსის გასამყარებლად? |
ნუ ზოგადად რომ გიპასუხო , ეკონომიკის განვითარებას. მაგრამ მიზანი არ უნდა იყოს ლარის გამყარება , ჩანასახშივე არასწორი მიზანია. მთავარია ეკონომიკის ზრდა.
QUOTE | ტურიზმი კარგია, კიდე? |
ნებისმიერი სფერო , სადაც ჩვენ კადრებს თავის დამკვიდრება და სხვა ერებთან კონკურენცია შეუძლია. მაგრამ , ერთ ერთ პრიორიტეტად ენერგეტიკას განვიხილავ , ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი დოლარი გადის საქართველოდან ელ.ენერგიის შესაძენად , გარდა იმისა რომ ენერგოდამოუკიდებლობა ნამდვილად არ გვაწყობს , ფინანსურად ისედაც ართულებს ჩვენ ეკონომიკურ სალდოს.
QUOTE | - რა ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ (პოლიტიკური პარტიების განხილვების გარეშე)? |
შექმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა საინვესტიციოდ , ის რო Doing business-ში მოწინავე ადგილებზე ვართ , კარგია , მაგრამ რეალობას რომ შეეჩეხები, მხოლოდ ბიზნესის რეგისტრაციაა მარტივი , შემდეგ ყველაფერი ჭირს , ლიცენზიის მოპოვება , ფინანსურ სახსრებზე ხელმისაწვდომობა და ა.შ. ყველაფერი რთულად გვაქვს და ბიუროკრატიაა გასავლელი და ამას დამატებული უკვე მიწასაც ვეღარ ყიდულობს ინვესტორი  სასწრაფოდ გამოსასწორებელია ეს ყველაფერი , თუ წინსვლა გვინდა. ლიცენზიის მოპოვებას არ უნდა უნდოდეს თვეეები და განცხადების შემდეგ თაროზე შემოდებული საქმეების თვეების შემდეგ გადმოღება და 1 საათიანი კომისიის ჩანიშვნა , შესაძლებელია ეგ კომისიები გაცილებით მობილურად ხდებოდეს. ასევე ფინანსური სახსრების ხელმისაწვდომობა არის კრიტიკული , თუ გჭირდება დაფინანსება ან თანადაფინანსება , გაქვს 2 წყარო მხოლოდ , საახლობლო ან ბანკი. საშინელებაა , დასახვეწია ალტერნატიული ბაზრები , მაგალითად საფონდო ბირჟა , რომელიც ჩაკლეს და მიწაც მიაყარეს ზედ. ეს ძალიან შეუწყობს ხელს ასევე საბანკო პროდუქტების მიწოდებას მოსახლოებისთვის და პირდაპირ აისახება % განაკვეთებზე. კიდევ ბევრის წერა შეიძლება , მაგალითად სასამართლო , თავი დავანებოთ პოლიტიკურ ასპექტს , სამართლიანი თუ არა და ა.შ. რაც ფაქტია იმაზე ვიმსჯელოთ , კერძო დავები , მაგალითად შრომითი დავები რომ წლები გრძელდება სასამართლოში , ეს ნორმალურია ? სასწრაფოდაა დასახვეწი. ბიზნესი ფულია , დროში გათვლილი ფული , ჩვენი სასამართლო კიდე ..... QUOTE | - რა შეუძლია გააკეთოს ხალხმა? |
მეტი განათლება. მის მერე მოდის ყველაფერი. ეკონომიკის განვითარებაზე გვექნება ასპექტი , გაცვლით კურსზე თუ რაზეც არ უნდა გავასწოროთ ჩვენი თამასა , განათლებაა ამოსავალი წერტილი.
QUOTE | - რა საერთაშორისო პროექტები შეიძლება გაკეთდეს საქართველოში თანხების მოსაზიდად? |
ნებისმიერი , რაც კეთდება ჩვენს სამეზობლოში , თუნდაც ავტომობილის ქარხნების განთავსება , რეგიონის დასაკმაყოფილებლად. მაგრამ სახელმწიფო ამ მხრივად ინფრასტრუქტურაზე უნდა იყოს ორიენტირებული.
QUOTE | - სადამდე გვეყოფა ფული თუ იმპორტი ექსპორტზე მრავალჯერ მეტია (არვიცი რამდენად, მაგრამ ვფიქრობ რომ კატასტროფულად)? |
სალდო ნეგატიური გვაქვს და ამ სალდოდან 1,3 მლრდ დოლარს აბალანსებს ყოველწლიურად გზავნილები ჩვენი ემიგრანტებისგან , ძალიან ცუდი მაჩვენებელია და დიდი მადლობა ემიგრანტებს , უბრალოდ როდემდე შეიძლება ასე ვიყოთ.
QUOTE | - რა პროდუქტები შეიძლება აწარმოოს საქართველომ იმპორტის შესამცირებლად? საექსპორტოდ? |
იმპორტის შემცირება/ჩანაცვლებაზე სწორება , დასაწყისშივე არასწორია. პირდაპირ საექსპორტო პროდუქტზე უნდა იყო ორიენტირებული. კონკრეტულად რომელი პროდუქტი იქნება ჩვენ შემთსხვევაში გამართლებული , ეს არ ვიცი , საინტერესო საკითხია მსჯელობისთვის. მე უბრალოდ ეკონომიკის კუთხით უფრო ვინტერესდები ამ თემის სათაურის ირგვლივ  QUOTE | ვფიქრობ ყველაფერი მთავრობის ბრალი არ უნდა იყოს, ხალხს თავისი წვლილის შეტანაც შეუძლია ეკონომიკის განვითარებაში. |
რა თქმა უნდა , კორელაცია არის , თუმცა მთავრობისგან პასუხისმგებლობის ჩახსნაც არ შეიძლება. მაგალითად გაცვლით კურსს რომ დავუბრუნდეთ , ჩვენ , მოქალაქეები მივიქარავთ ხოლმე , ემოციურ ფონზე ვქმნით მოლოდინებს და ვიწყებთ მასობრივ შესყიდვა/გაყიდვას , მაგალითად ე.წ. გავრილოვის ღამე რომ მოვიყვანოთ , კურსი 2,75დან 2,95-ზე ავიყვანეთ მოლოდინების გამო , რომელიც ემოციურად ჩვენვე შევქმენით , იმაზე დაყრნოდით , რომ რუსეთიდან ტურისტები აღარ შემოვიდოდნენ და სავალუტო შემოდინებები შემცირდებოდა. რეალურად რა მივიღეთ ? კი , რუსეთიდან ტურისტები შემცირდნენ , მაგრამ ჯამურად იმაზე მეტი ტურისტი მივიღეთ , ვიდრე მოლოდინი იყო და სავალუტო შემოდინებებიც იმაზე მეტი მივიღეთ , ვიდრე დაგეგმილი იყო ამ სექტორიდან. მაგრამ მთავრობას თავისი ცოდვები აქვს , პირველ რიგში კი სამთავრობო ხარჯებია. და მის ეკონომიკურ პოლიტიკას აქ აღარ განვიხილავ , თორემ გაპოლიტიკურდება თემა.
QUOTE | პ.ს. კორუფცია რომ ცუდია და ასე შემდეგ ყველას გვესმის, მაგრამ დავწეროთ კონსტრუქციული და რეალურად მიღწევადი იდეები დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, ოღონდ პოლიტიკის გარეშე. კერძო ბიზნეს გეგმებსაც არ ვგულისხმობ, ქვეყანა მაქვს მხედველობაში. |
პირველ რიგში სასამართლო რეფორმა , საქმეების გადაწყვეტა უნდა მოხდეს მალე, მეორე რიგში მკაფიო ეკონომიკური სიგნალების ჩამოყალიბება და დადგენა, ეკონომიკური ატაშეების დანიშვნა , რათა პოტენციურ ინვესტორებთან ჰქონდეთ ურთიერთობა და მოიზიდონ ისინი , დღგ სისტემის გამარტივება. რამდენი ერთის მოთვლა შეიძლება , რამით მაინც დაიწყონ ))
This post has been edited by webdesigner93 on 14 Dec 2020, 17:32
|