sanfolჩემს დიეტას ამ ეტაპზე ჰქვია "შეთქვლიფე, რასაც მიწვდები"

განსაკუთრებით ცილოვანი პროდუქტები და ხილ-ბოსტნეული.
ისე კი ძალიან დეტალური ანგარიშს არც აზრი აქვს და პრინციპში არც გამოგივა. ზოგადად უნდა იცოდე რა რას შეიცავს და საკუთარი ორგანიზმის მოსმენა შეგეძლოს. პლუს მიზნები უნდა გაითვალისწინო.
ეგ კალკულატორები ძალიან მიახლოებითია. ჯერ ერთი, პროდუქტში ძალიან შეიძლება განსხვავდებოდეს ცილების რაოდენობა. სოფლის პროდუქტს (რომელიც ჯობია რომ ჭამო) საერთოდ არ აწერია. მაგალითად ყველი. გააჩნია ძროხა/ძროხები რა ჯიშისაა, რას ჭამდა წინა დღეებში, როგორ მოძრაობდა, როგორ ხასიათზე იყო და ა. შ.
მერე კიდევ, ეგ 1.5-ც ძალიან პირობითია. გააჩნია შენ რა მიზნები გაქვს, როგორ ვარჯიშობ, როგორი ორგანიზმი გაქვს, სხვას რას ჭამ ცილების ძირითადი წყაროს გარდა და ა. შ.
საორიენტაციოდ შეგიძლია აიღო, მაგრამ საბოლოოდ მაინც ექსპერიმენტული გზით უნდა შეარჩიო შენთვის ოპტიმალური რაციონი.