Dato-Tolordavaგადავხედე ეხლა შენს თემას, ვის უნდა მოესწრო რამის დაჯერება ისე სწრაფად მომხდარა ლანძღვა-გინების ესკალაცია
თუ არ მიწყენ რამდენიმე რჩევას მოგცემ მომავალი პროგნოზებისთვის:
1) შენ მოსაზრებებს მოკლე შესავალი გაუკეთე სადაც იტყვი რას ამტკიცებ და რა მიზნით. სათაურის მერე ეგრევე რო პუნქტებად მიახლი როგორი პიზდეცი ელით ვიღაცეებს ეს მათში აგრესიას იწვევს (იხ. შენი თემის მეორე და სხვა პოსტები)
2) ეცადე შენი პროგნოზები არგუმენტებით გაამყარო. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა შეიძლება აშკარა იყოს ხალხი არაა ვალდებული ყველაფერი მარტო იმიტო დაიჯეროს რო შენ ამბობ ეგრე, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.
3) მოზომილი და ნეიტრალური პოსტები წონას შეგმატებს. "აი ხო გეუბნებოდით თქვე ###ებო" მიდგომა საბოლოოდ მხოლოდ შენ დაგაზიანებს, სხვას არავის. თუნდაც ყველაფერი 100%-ით ახდეს რასაც ამბობდი.
აბა შენ იცი, წარმატებებს გისურვებ
We all know what's going on here.