უკრაინასთან შედარებით - პრაქტიკულად ნებისმიერი, გარდა მძიმე მრეწველობისა და სოფლის მეურნეობისა. ვგულისხმობ, მსხვილ ინვესტიციებს.
1. ბიზნესის კეთების სიმარტივით მე-7 ადგილზე ვართ მსოფლიოში, როგორც უნდა გაუტყდეთ წინა ხელისუფლების მომხრეებს, ბოლო წლებშიც ვპროგრესირებთ ამ მხრივ.
https://en.wikipedia.org/wiki/Ease_of_doing_business_index2. გლობალური უსაფრთხოების ინდექსით უზარმაზარი ნახტომი გვაქვს ბოლო წლებში 146-ე ადგილიდან (2012წ.) 99-ე ადგილამდე ამოვიწიეთ. არც ეს არაა მთლად გადასარევი ადგილი, მაგრამ კოეფიციენტი უმეტესად საკუთარ ტერიტორიაზე 2 კონფლიქტური რეგიონის არსებობის გამო გვაკლდება, ადამიანის და ბიზნესის უფლებების დაცვით, პოლიტიკური დევნის და ზოგადად სამართლის ნაწილში მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს.
https://en.wikipedia.org/wiki/Global_Peace_...8%E2%80%932020)3. საგადასახადო გარემოა ევროკავშირთან და პოსტსაბჭოურ ქვეყნებთან შედარებით ბევრად მიმზიდველი. ნაკლები ბიუროკრატიაა, დაბალი გადასახადები, ბევრი შეღავათები, სწრაფი და მარტივი, გამჭვრივალე სისტემა გადასახადების. + 2014 წლიდან უკვე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყნების რიცხვში ვართ, ძალიან მაღალი შეფასებით (მანამდე, როგორც არ უნდა ატრაკონ, არ ვიყავით, ფაქტის კონსტატაციაა ეს...)
https://en.wikipedia.org/wiki/Corruption_Pe...12%E2%80%9320194. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი: უნიკალური ქვეყანა ვართ იმ მხრივ, რომ ყველაზე დიდ ბაზრებზე გვაქვს წვდომა, გამარტივებული საბაჟო პროცედურების და გადასახადების: ევროკავშირთან, პოსტსაბჭოურ ქვეყნებთან, ჩინეთთან, თურქეთთან და ჰონგ კონგთან არაფერს ვიხდით + აშშ-სთან, კანადასთან და იაპონიასთან გვაქვს შეღავათიანი ტარიფები, 3500-მდე სახეობის პროდუქციაზე და იგეგმება კიდევ უფრო მეტი შეღავათები, უახლოეს წლებში.
5. ეკონომიკური თავისუფლების მხრივ მსოფლიოში 12-ე, ევროპაში კი მე-6 ადგილზე ვართ, უკანასკნელი რეიტინგების მიხედვით.
https://en.wikipedia.org/wiki/Index_of_Econ...edom#2020_Indexთუ უშუალოდ სფეროები გაინტერესებს:
1.აუთსორსინგი. ანუ ისეთი კომპანიები, რომელთა სამუშაოც არ მოითხოვს ფიზიკურად კონკრეტულ ლოკაციაზე ყოფნას (ფინანსური და საბუღალტრო კომპანიები, აითი სფერო, არქიტექტურა და დიზაინი, ეიჩარ კომპანიები, ქოლ-ცენტრები და მომხმარებელთან ურთიერთობის სხვა ონლაინ სფეროები).
2. მსუბუქი მრეწველობა. ეს არის ფარმაცევტიკა, სამკერვალოები, ავტო და ავია ნაწილების წარმოება, სხვადასხვა ელექტროტექნიკის წარმოება.
3. ლოჯისტიკა. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან და სრული ინფრასტრუქტურული ხელმისაწვდომობიდან (ტრანსკონტინენტური რკინიგზა, საზღვაო პორტები, აეროპორტები და ა.შ.) გამომდინარე, ძალიან მიმზიდველი რეგიონული ლოჯისტიკური ჰაბი ვართ, დაინტერესებული კომპანიებისთვის.
4. ტურიზმზე თავადაც თქვი...
ამ ყველაფერს დავამატებ იაფ მუშახელს, ზოგადად, თუმცა კონკრეტულად უკრაინასთან ეს არ გვაძლევს უპირატესობას, ორი მიზეზის გამო:
- ბოლო წლებში იქ უფრო იაფია მუშახელი.
- უფრო მეტრი პროფესიონალი კადრი ყავთ. ჩვენთან რიგით მშენებელს, გზის მუშას და ელექტროშემდუღებელსაც კი ვერ შოულობ კაცი, პროფს.
This post has been edited by analgin on 7 Dec 2020, 23:03
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey