BMW_M3BMW_M31 წლის წინ მე ვიყიდე თეგეტა მოტორსში მწვანე პატარა ზომის ნაკრები, რომელშიც მივეცი 230 ლარი, დიდი მგონი 300 ლარამდე თუ ცოტა მეტი ღირდა მაგრამ დიდში ჩაქუჩი და ბრტყელტუჩა იყო, რაც ცალკეც კარგი ხარისხების იყიდება.
ერთ წელზე მეტია და შესანიშნავად ვიყენებ როგორც მანქანაზე ასევე სახლში.
გარდა ამისა მაქვს Black and Decker - ის დიდი ნაკრები ე.წ. "ტრეშოტკიანი" სახრახნისით - ამაში მივეცი 107 ლარი.
ჯობია ერთხელ იყიდო და ხარისხიანი, ვიდრე იყიდო 10 ჯერ უხარისხო.
ელიავაზე რომ გახვიდე და 107 ლარიანი ნაკრების ნაწილები ცალცალკე იყიდო, თან "ხარისხიანი" 200-250 ლარი არ გეყოფა.
Black and Decker -ის ყიდვა დევალტის მაღაზიაში ჯობია თამარაშვილზე რომ ჩამოუხვევ ყაზბეგიდან.
მაქვს ასევე STERN -ის ყველაზე მძლავრი, 24v-იანი 2 აკუმულატორიანი ბურღი - 136 ლარი (დაახლოებით). ცოტა თავი მოერყა, მაგრამ კარგად მუშაობს და დაშლის დრო ვერ ვნახე. ალბათ მოეშვა რაღაცეები. 3 ბინის რემონტი აქვს გადატანილი ისე

ამის ყიდვა საწყობში ჯობია (ქსნის ქუჩაზე, ფექრებიდან ხიდით რომ ავდივართ ღრმაღელის მეტროსკენ, აღმართზე მარჯვნივ ეზოში), ყველაზე იაფია და თან ადგილზე შეგიმოწმებენ.