გალაკტიონ ტაბიძესისხლი საშინელია - იგრძნო უეცრად,
რომ აღარ დგანან ძველი კაკლები.
შენი სახელი მათ მიუეცრათ -
მხეცი! - არც მეტი და არც ნაკლები.
რომ მუხლებამდე სისხლის მორევი
გსვრის და მშობლიურ ცხედრებს ეხები,
კმაყოფილი ხარ მათი მორევით,
ყელამდე სისხლში მიდის ფეხები.
შენ გახარებს, რომ სისხლის მიზეზი
ხარ და თანა გდევს ხალხის გოდება,
შენ ბოროტება ხარ უმტკიცესი,
მკვლელი! - ეს არის შენი წოდება.
ო, ყველამ იგრძნო, რომ მოკვდა ყველა,
და ყველა გიცქერს მუნჯი ყვედრებით,
შენგნით არავის არ უნდა შველა,
შენ სამარემდე მიხვალ ცხედრებით.
ო, რა თქმა უნდა, ცხედრები მუდამ
სდუმანო, მაგრამ სისხლი მწარდება,
სისხლი იძახის: მკვლელი, იუდა!
სისხლი არასდროს არ დაწყნარდება!
იმედი, შენი ბრძოლის საგანი,
მოულოდნელმა ქარმა ახვეტა,
მოღუშულია შენი საკანი,
ხვალ უსათუოდ გელის დახვრეტა.
ნაცებო, გალაკტიონისა თუ არ გჯერავთ, აგერ ნინას მაინც დაუჯერეთ, რეზაწ ვას საბირაიუტსია სკორა, რეზაწ ნაX...
ტაკ შტო - სპასაისა კტო მოჟეტ !
რა გეპარლამენტებათ თქვე გაჭირვებულებო, ცელიანი გაზით ბეჭზე...