რა ჯანდაბაა - მიჭრის პოსტს პირველი პოსტი არასრულად დაწერა
27 ნოემბერი 13:23-ზე ·
ძვირფასო მკითხველებო!
ამ რთულ სიტუაციაში, ბიბლიოთეკა რჩება თქვენს აქტიურ მხარდამჭერად, დისტანციური მომსახურების სერვისი უფრო აქტიურად იმუშავებს და უწყვეტად მოგაწოდებთ თქვენთვის საჭირო ინფორმაციასა და ელექტრონულ მასალებს.
დისტანციური მომსახურების მისაღებად ისარგებლეთ: ფეისბუქ გვერდით: ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა
https://www.facebook.com/NSLGeorgia/posts/3849697971710101ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა - National Science Library of Georgia
სასწრაფოდ დამჭირდა კონკრეტული წიგნი, ამა და ამ გვერდებამდე
მივწერე
დამპირდნენ დახმარებას
ვეუბნები რომ ესა და ეს წიგნი არ იშოვება და იქნებ ონლაინ ვერსია გააკეთოთ (ავტორი გარდაცვლილია, არავინ უჩივლებს)
ბიბლიოთეკის დირექტორი (ი.ღარიბაშვილი) წერს ასეთ ტექსტს:
"არა მგონია რომ თქვენი სწავლა დაგვჭირდეს - ამას რეგულარულად ვაკეთებთ. დავამზადებთ ელ. ვერსიას და შეგატყობინებთ."
მე მაღიზიანებს მისი ტონი, ვურეკავ და პირადად ვარჩევ საქმეს
და მიმტკიცებს რომ უფლება არ აქვს ელ ვერსიის გაკეთების, იმიტომ რომ კანონია ასეთიო...
ახლა ისმის კითხვა: - კოვიდი დროს
რას სთავაზობენ ფბზე მკითხველს?
ფბ-ზე ხომ უდევთ ცალკე პოსტი - ონლაინ მოგემსახურებითო?
და თუ ვერაფერს სთავაზობენ - რატომ იკავებენ ამხელა შენობას, ტყუილად უხდიან თანამშრომლებს და დირექტორს ხელფასებს
ეს კოვიდი ხომ მინიმუმ კიდევ 1 წელი გაგრძელდება?
ჰოდა სახელმწიფომ რატომ უნდა შეინახოს უაზროდ ეს დაწესებულება თუ არაფრის მაქნისი არაა
კლიენტების ნერვების მოშლის და ტყუილების გარდა?
თუ ემსახურებიან - მოემსახურონ ნორმალურად, თუ არადა დაიხურონ მაშინ საბოლოოდ და მისცენ ეს შენობა ვინმე უფრო ჭკვიანს და მოქნილს.
ეჭვი მაქვს პირადად მე მითხრა ეს იმიტომ რომ არ დავევასე...
ანუ ქართულ ჯიგრულ პონტში გადასარევად გადაუღებენ სხვას იმ წიგნის გვერდებს და გაუგზავნიან
სუსურუკუ გამახსენა ამ ინციდენტმა
This post has been edited by basa-ttt on 9 Dec 2020, 15:25