#57275707 · 9 Dec 2020, 23:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში ის ბიძინა ივანიშვილს შეთანხმებას სთავაზობდა, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა არ დაიწყებოდა.
„მე თანახმა ვიყავი და ივანიშვილის რეჟიმს ვთავაზობდი საყოველთაო შერიგებასა და საყოველთაო ამნისტიას. მზად ვიყავი, შევთანხმებულიყავით იმაზე, რომ არავინ, არასდროს, არავის დევნის. ჩემი ბევრი თანაგუნდელი ამას არ ეთანხმებოდა, მაგრამ მე ყოველთვის მშვიდობიანი გზის მომხრე ვარ“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა სატელევიზიო ეთერში ჩართვისას.
მისი თქმით, ძალადობითა და დაშინებით დიქტატორული რეჟიმები საქართველოს მსგავსს ქვეყნებში მმართველობის სადავეებს დიდი ხნის განმავლობაში ვერ ინარჩუნებენ.
მიხეილ სააკაშვილის აზრით, მმართველი გუნდისგან მოსყიდვისა და მუქარის სხვადასხვა მცდელობის მიუხედავად, ოპოზიციური პარტიების დეპუტატები პარლამენტში არ შევლენ.
რა შეიშხუპუნა ამ ჩემისამ ამისთანა
|