მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ სხვა და სხვა ფაბლიშერ კომპანიებთან სადაც მიმუშავია, ასევე თქვენც თუ გააზიარებთ ურიგო არ იქნება. ბევრი აცდება წვალებას და ნორმალურ კამპანიებს მიადგება პირდაპირ, რაც მოტივაციასა და შრომის დაფასებას გამოიწვევს. აქ არ ვსაუბრობ ედსენსზე, ხოლო ვისაც ეს სახელი პირველად გაიგეთ ელექტრონულ კომერციაში მოძებნეთ მასზე თემა (აპინულებშია) და გადაიკითხეთ...
ყველა კომპანიას თავისი კლიენტი ყავს მაგალითად ზოგიერთს ედსენსი საერთოდ არ სურს განათავსოს მის საიტზე რადგანაც მის აუდიტორიას სხვა სახის რეკლამები მოწონს. ამისათვის ჯერ პირველ რიგში უნდა შევისწავლოთ ჩვენი აუდიტორია და მის მიხედვით განვათავსოთ რეკლამები. თუმცა აქ ამაზე არ ვისაუბრებ, აქ უფრო ცპც,ცტრ და რპმ-ის ამბებზე ვწერ
1) მოდი განვიხილოთ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფუბლიშერი კომპანია მგიდი. ჩემი გამოცდილებით თუ საქართველოს ტრეფიკზე მუშაობ საშუალო ცპმ 0.60$ + არის. რაზეც ვთვლი რომ საკმაოდ კარგია, ხოლო თუ უცხოელებზე და ეს პოსტ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს არ ეხება კატასტროფაა. იხილეთ სქრინი...

როგორც სურათზე ხედავთ ცტრ (კლიკების პროცენტული რაოდენობა) კატასტროფულად დაბალია. ასევე VISIBILITY RATE (პროცენტული მაჩვენებელი თუ რამდენი ვიზიტორიდან რამდენს უჩვენა რეკლამები),ცპც ძალიან დაბალია, ისეთი ქვეყანა რომელიც ამერიკაა 6.6 ცენტია საშუალო ხოლო ჩეხეთს 5.5 აქვს, მგონი არაფრის დამატებაა საჭირო. როგორც უკვე ავღნიშნე ჩვენი მხარე საუკეთესოა მგიდისთვის.
პ.ს ამ პოსტში პოპუპებს არ განვიხილავ რადგან ისინი ვნებენ საიტებს, რაც არ უნდა კარგი შემოთავაზებებით იყვნენ...
2) ეს არის რევკონტენტი, ბევრს არც გაუგია მათ შესახებ, თუმცა მინდა ავღნიშნო რომ ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიაა. თუმცა თუ რაღაც საოცარი ტრეფიკი და ვებსაიტი არ გაქვს არც იფიქროთ რომ საიტს მიიღებენ. ადრე შედარებით მარტივი იყო თუმცა ამ ბოლო დროს ისე გაართულეს 1მ ტრეფიკიც არ ყოფნით... იხილეთ სქრინი

სურათს თუ ნახავთ ცტრ-იც თვალში მოგხვდებათ რომელიც ფაქტობრივად 4-6% ში მერყეობს, რასაც ვთვლი რომ საკმაოდ კარგი შედეგია როდესაც მრავალი ქვეყნიდან გყავს შერეული ტრეფიკი იდეალურიც კი ითქმის. VISIBILITY RATE ბევრად უკეთესია ვიდრე მგიდის თუმცა არა იდეალური, ეს შესაძლოა გარკვეულ წილად ჩემი სკილების პრობლემაც კი იყოს, ბოლომდე მათ ვერ დავაბრალებ. ცპც რაც შეეხებბა მაგალითად ამერიკიდან 10 ცენტია, თუმცა აუსტრალიიდან და ყველა ტოპ ქვეყნიდან ვერ ვიტყვი რომ დაბალი ცპც არის ძალიან. ჩემი ტრეფიკის გათვალისწინებით არ ვფიქრობ რომ პრობლემურია.
3) პროპელერ ედსი, დიდი ხანია ამ კომპანიასთან შეხება არ მქონებია, ძველი ექაუნთის პაროლი ვერ გავიხსენე სადაც უფრო კარგად იქნებოდა სტატისტიკა განთავსებული თუმცა ასე თუ ისე მაინც გვიჩვენებს ეს სტატისტიკა მცირედ ინფორმაციას... პროპლერი ძირითადად პოპუპზე მუშაობდა თუმცა შემდგომ ნეითივ ედები დაამატეს და მისი სტატისტიკა მინდა გაგიზიაროთ. აქ საიტის დადასტურება ბევრად მარტივია უბრალოდ ალექსაში 500კ-ს ქვევით უნდა იყოს თქვენი საიტის რანკი დაწეული.

ვერ ვიტყოდი რომ კარგი შედეგია, თუმცა მგიდ-ის სტატისტიკას მაინც მირჩევნია. ხოლო ეს ის კომპანიაა რომელის საქართველოზე უფრო ცოტას გადაიხდის ვიდრე მგიდ. ამიტომ თუ ქართული ტრეფიკი გაქვთ ჩემი აზრით პროპელერს საერთოდ არ უნდა გაეკაროთ.
4) ყველა ქართველისათვის ნაცნობი ედნაუ მინდა განვიხილო მათი საშინელი სტატისტიკებით

იყო დრო ეს კომპანია ასე თუ ისე კარგ შედეგებს დებდა, კვირეული გადახდა და ბევრი ირჩევდა მათ კომპანიას. ცოტა ხნის წინ გავტესტე მთლიანი ამერიკა და ცტრ არც თუ ისე დაბალი. მაგრამ შემოსავალი? 0. 381 კლიკი და 6 ცენტი? ვიტყოდი დაცინვაა მეტი არაფერი...
კიდევ იყო რამდნეიმე კომპანია რომლებსაც წინათ ვიყენებდი თუმცა ამჟამად ავტორიზაციებს ვერ გავდივარ რათა შედეგები გაგიზიაროთ... იმედი მაქვს თქვენც დადებთ თქვენს შედეგებს და გაგვიზიარებთ ყველას. დიდი იმედი მაქვს ვიღაცების დროს დავზოგავ ამ პოსტით და თქვენც დამეხმარებით ამაში. არის ბევრი კომპანია რომელთა გატესტვაც ვცადე თუმცა ახალი აღებული დომეინები მაქვს ამიტომაც ბევრი რეკლამებს არ ათავსებს.
მუდმივად ვცდილობ სხვა და სხვა კომპანიებს მივაგნო რათა ეს ტრეფიკი ნორმალურ ციფრებში გავცვალო. დაფიქსირდით პოსტში და მეც გაგიზიარებთ ხოლმე სიახლეებს...
This post has been edited by beqa19986 on 17 Apr 2020, 17:38