nik-2508
თითოეულ დღეს სიგრძეზე მეტი სიღრმე აქვს

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4391
წევრი No.: 92957
რეგისტრ.: 5-June 09
|
#57278934 · 10 Dec 2020, 17:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მომეწონა და იდოს აქაც.
analgin on 10 Dec 2020, 03:59
iunkeri სათქმელი ბევრი მაქვს, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები, რომ შევამჭიდროვო.
1. ძალიან სწორი პოზიცია გიჭირავს, როგორც სახელმწიფოებრივად, ისე მორალურად და კაცურად. იმიტომ, რომ ქვეყანას ჭირდება ნორმალური სახის შენარჩუნება დიალოგი, მუშაობა, ცვლილებები უკეთესობისკენ (მცდელობები მაინც) და არა გაშავება, თავ-პირის მტვრევა, რევანში და ჩასაფრება. ეს ყველაფერი კი უნდა მოხდეს ლეგალური ტრიბუნიდან და მაგიდასთან.
2. არ ვიცი გირჩიო თუ არ გირჩიო, რადგან ალბათ შენ ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი, მაგრამ ზედმეტი სიალალე, პირდაპირობა, ფეთქებადი ხასიათი და მოუზომელი სიტყვები, ზედმეტი სიყვარული და შემწყნარებლობაც კი, უფრო მეტად დაგაზარალებს, ვიდრე გარგებს. შენი ნათქვამი სიტყვები, რომ "მელია ვაჟკაცი ბიჭია", "იაგო წესიერი კაცია" და ა.შ. პირადად ჩემთვის შენ თვისებებზე მიუთითებს, რომ კაცთმოყვარე ხარ და უფრო წინ ცდილობ გახედვას, რა აჯობებს შენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის. რომ ნაციც, ქოციც, მათი მომხრეებიც, ჩვენი საზოგადოების შემადგენელი ნაწილია, ცოტანი ვართ და ერთად უნდა ვცადოთ ამ ქვეყნის აშენება, როგორი რთულიც უნდა იყოს. იგივეს ვცდილობდი 10 წელზე მეტ ხანს, თითქმის 15 წელი, დავუმეგობრდი კიდეც ხალხს, მაგრამ პირველივე შესაძლებლობისთანავე შეწყვიტეს ჩემთან მეგობრობა, რადგან მათი მხრიდან არ არის იგივე დამოკიდებულება: მათ არ უყვართ ქვეყანა და შენგან და ჩემგან განსხვავებით სიყვარული კი არა, ზიზღი ამოძრავებთ. "სიყვარული" მხოლოდ მაშინ შეუძლიათ, როცა მათ ეთანხმები. გაგახსენებ ამის მაგალითებს: გახსოვს, რუსთაველზე მომიტინგეებს ფეკალიებით სავსე პარკები რომ ესროლეს ნაცებმა? გახსოვს შსს-ს გენინსპექციის უფროსი აივნიდან კისტის თოფს რომ ესროდა მომიტინგეებს და მიზანში მოხვედრილების რეაქციებზე იცინოდა? გახსოვს რა უქნეს კობა დავითაშვილს? ვალერი გელაშვილს? სულხან მოლაშვილს? გახსოვს სამმართველოს ეზოსთან რა უქნეს ხალხს (რაზეც სტრასბურგში პროცესიც წააგეს)? 7 ნოემბერს? გახსოვს მათი ტექსტები? ახლაც ხომ ისმენ მათ ტექსტებს? ხომ უყურებ მათ მოქმედებებს? და გახსოვს იგივე გაეკეთებინოს მათთვის ვინმეს? მათ ადამიანის სახე არ გააჩნიათ, მათ ადამიანის ნიღბები აქვთ. ვერ მოგიწოდებ შეიზიზღო ან შეწყვიტო ეს ხელის გაწვდის მცდელობები, მაგრამ უფრთხილდი და ნუ ენდობი. smile.gif აი, გვარამიასთან შენი მისვლაც რამდენად იყო სწორი არ ვიცი, ერთის მხრივ შეცდომა იყო ის, რომ გვარამიამ "აგაგდო" და საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად პირობა დადე, რომ თუ ხელისუფლება ამ პირობებს შეასრულებს, მანდატს დახევ ანუ ბერკეტს დაკარგავ, სულელურად, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიცი, სიტყვას არ გადახვალ, იმ სიტყვას, რომელიც სულელურად დადე გვარამიას აგდების შემდეგ, მაგრამ მეორეს მხრივ, ვაფასებ და მეც მივიდოდი მაინც, ჩემი სიმართლის და ვაჟკაცობის დასამტკიცებლად, რო მაგ ყლის სალაპარაკო არ გამხადრიყო, რომ ვერასდროს ვერავის მოუბრუნდეს ჩემზე ენა, შეეშინდა, მართალი არ იყო, პასუხი არ ქონდა და იმიტომ არ მივიდაო. და მე შეიძლება უარესები მეთქვა იქ, შენზე სულელური პირობა დამედო, თუმცა უფრო სავარაუდოა, რო მეგინებინა. biggrin.gif
3. ნუ მიაქცევ ყურადღებას, ვინ რას დაგანამუსებს, ვინ რას გირჩევს (მათ შორის - მეც), რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრია, შენი გასაკეთებელი გააკეთე, რასაც სწორად თვლი. ასე აკეთებდი აქამდე და უკვე მიიღე შედეგი. მითუმეტეს ამ ფორუმს ნუ მიაქცევ ყურადღებას. ეს ფორუმი და ეს განყოფილება ოდითგანვე არაადეკვატურობის ბუდეა. აქაურობა რომ საქართველოს მოსახლეობის აზრს პროპორციულად ასახავდეს, ხელისუფლებაში დღეს გირჩი იქნებოდა. biggrin.gif მიაწექი, სცადე, როგორც სწორად თვლი, თუ გამოგივა, ხომ კარგი, ახლაც მიიღებ შედეგს და 4 წლის მერე მინიმუმ 2-3-ჯერ მეტ ხმას აიღებ, თუ არადა, არც პირველი იქნები, არც ბოლო და მართალი და მებრძოლი კაცის სახეს მაინც შეინარჩუნებ. საქართველოში ვცხოვრობთ, ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ფულის აღებას დაგაბრალებენ, თან დაიფიცებენ კიდეც, კიდევ უფრო მეტი გამოჩნდება ისეთი, რომელიც გეტყვის, რომ შენ სულელი ხარ და ისინი ჭკვიანები.
4. არასდროს დაივიწყო არავის წარსული და ყოველთვის ფაქტებს დაეყრდენი. მაგალითად ნიკანორ მელია, აღსრულების ბიუროს უფროსი იყო, წლების განმავლობაში, იმ აღსრულების ბიუროსი, კონდახებით და დუბინკებით რომ ყავს გამოყრილი ასეულობით ოჯახი საცხოვრებლიდან. შეუძლებელია, ასეთ კაცს ხალხი და ქვეყანა უყვარდეს. იაგო ხვიჩია ოპოზიციურ მოძრაობაში იყო, როცა ადეიშვილმა შესთავაზა მისი და მისი ახლობლების დასაქმება და პირველივე შეთავაზებაზე გაიყიდა. შეუძლებელია, ასეთი კაცი სანდო იყოს. ნიკა გვარამიას რომ უზიხარ, იუსტიციის მინისტრი იყო 7 ნოემბერს და ზიზღის ერთ-ერთი მთავარი გენერატორი და პროპაგანდისტი. ახლა კი ამდენი წელია, გარანტირებული კონტრაქტი უდევს, რომ 20 000 დოლარის ეკვივალენტს აიღებს ხელფასსს ყოველთვიურად, სწორედ იმის კეთებაში, რასაც აკეთებს, შეუძლებელია, მაგას საერთოდ აინტერესებდეს არათუ ხალხი და ქვეყანა, არამედ სიმართლეც, რადგან ხელფასს სწორედ ამ ყველაფრისთვის სუბიექტური მიმართულების მიცემაში იღებს.
5. ბევრს წამოგაძახებენ ამ დღეებში, ძირითდად ორი მიმართულებით: - რომ მოღალატე და გამყიდველი ხარ. ამაზე ზემოთაც გითხარი და უბრალოდ დაიკიდე ან მოკლედ უპასუხე: მტყუანის დედას... თქო biggrin.gif - რომ ბიძინას სიტყვას როგორ ენდობი, რომ ამ პირობებს შეასრულებს. ამაზე ბევრად მარტივი პასუხი არსებობს: ეს დედამ...ლი, იმიტომ მივიდივართ მოლაპარაკებაზე, რომ ის სიტყვები ვუთხრათ ერთმანეთს, რასაც მოვითხოვთ, აბა, რისთვის მივდივართ? სხვები რისთვის მიდიოდნენ? უფასო ბორჯომი ხაზარაძეს ისედაც აქვს და დაალევინებდათ როგორმე. მოლაპარაკებების მთელი არსი ეგ არის, რომ ჩვენთვის სასურველ ან კომპრომისულ პირობებზე მივიღოთ თანხმობა მეორე მხრისგან. ნუ ააგდებინებ თავს მარტივად სხვებს. რისიც გჯერა, იმისთვის იბრძოლე! არც ნაცებს, არც ბოკერიას, არც გვარამიას, არც ბურჯანაძეს, არც ნათელაშვილს შენზე მეტად ნაღდად არ უყვართ ქვეყანა, არც შენზე წესიერები არიან, არც შენზე გამბედავები და ფულის აღება და უკანალის გაქირავება ვის უყვარს კიდევ, ეგ საერთოდ ხელის გულზე დევს: საკუთარ ქონებას გადახედონ და შეადარონ შენსას, სახლი იქნება, აგარაკი, ავტომანქანა თუ საბანკო ანგარიშები. wink.gif დღესაც და 4 წლის მერეც.
P.S. ამიერიდან და ჯერჯერობით მიგულე შენს მხარდამჭერად, თანამოაზრედ და თუ საჭირო გახდა: თანამებრძოლადაც.
This post has been edited by analgin on 10 Dec 2020, 03:59
|