#57222294 · 27 Nov 2020, 14:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | ვინმეს შეუძლია არგუმენტირებულად და მეცნიერულად ახსნას რა კავშირი აქვს ვარსკვლავების იმ განლაგებას რა მომენტშიც თქვენ დაიბადეთ თქვენს შემდეგ გატარებულ ცხოვრებაზე? |
შევეცდები მოკლედ აგიხსნათ.
სამყარო არის ერთი მთლიანი სხეული. როგორც ადამიანის ერთ ნაწილში რაც ხდება, ის აუცილებლად აისახება მის მეორე ნაწილზე და მთლიანად მთელს ორგანიზმზე და პირიქით, რაც მთლიან ორგანიზმში ხდება, აუცილებლდ აისახება მის თითოეულ ნაწილზე, ზუსტად ასევე, რაც მთლიან სამყაროში ხდება, ის აუცილებლად აისახება მის თითოეულ ნაწილზე და კონრეტულად - თითოეულ ადამიანზე. მართალია შებრუნებული დებულებაც - რაც თითოეულ ადამიანში ხდება, აუცილებლად აისახება მთელს სამყაროზე.
სამყაროს ერთიანობიდან გამომდინარე, თქვენი დაბადების მომენტში რაც ხდებოდა მთლიანად სამყაროში და კონკრეტულად მზის სისტემაში, ანუ თქვენი დაბადების მომენტში რა განლაგებაც იყოს მზის სისტემის პლანეტებისა ცაზე, რა "ურთიერთობაშიც" იყვნენ ისინი ერთმანეთთან, იგივე მდგომარეობაში იყვნენ თქვენი "შინაგანი პლანეტებიც", იგივე განლაგება იყო თქვენს "შინაგან პლანეტებს" შორის.
ანუ თქვენი დაბადების, თქვენი პირველი დამოუკიდებელი ჩასუნთქვის მომენტის მდგომარეობა მთლიან სამყაროში ავტომატურად აისხა თქვენზე, იქცა თვენს საწყის მდგომარეობად. სწორედ ამ წერტილიდან, ამ მომენტიდან იწყებთ თქვენ "მოგზაურობას", ამ მომენტის ენერგეტიკაა თქვენი საწყისი ენერგეტიკა, ამ მომენტის ავ-კარგია თქვენი საწყისი მონაცემები.
ხოლო ის, თუ როგორ გამოიყენებთ თქვენს საწყის მონაცემებს, როგორ მოუვლით თქვენს ავსა თუ კარგს, ეს უკვე თქვენზეა დამოკდებული.
--------------------
რატომ? რატომ? რატომ?
|