
ვიცი რომ"რამშტაინზე"თემა უკვე არსებობს,მაგრამ მგონია აღნიშნული პროექტი ცალკე გამოყოფას იმსახურებს.
მოდი შორიდან მოვ"უვლი:
თილ ლინდემანმა"რამშტაინისგან"განცალკევებული სოლო პროექტი ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო და შექმნა ბენდი"Lindemann",პეტერ ტაგტგრენთან ერთად(ბევრისთვის ცნობილი როგორც"Project Pain"ის და"hypocrisy"ვოკალისტი).ბენდმა(თუ შეიძლება ასე ეწოდოს)ჩაწერა ორი ალბომი"Skills in Pills"და"F&M",რომლებიც ჩემი სუბიექტური და ამავე დროს მოლკრძალებული აზრით საკმაოდ კარგი ნამუშევარი გამოვიდა და ჩემ ფლეილისთში დამსახურებული ადგილი დაიკავა.
თუმცა სამწუხაროდ ცოტა ხნის წინ ბენდი დაიშალა და თილმა დააანონსა რომ თავის მოღვაწეობას განაგრძობდა დევიდ გარეტთად ერთად(გერმანელი"სკრიპაჩი").პროექტისგან ბევრს არაფერს ველოდი,მაგრამ თილმა მოახერხა ისევ ჩემი გაოცება.როგორც პირველი ტრეკიდან ჩანს ალბომი ექსპერიმენტული სახისაა და ძალიან შორსაა ლინდემანის მშობლიურ ინდასტრიალ მეტალისგან.
სიმღერის"Alle Tage ist kein Sonntag",,კლიპი დღეს დაიდო და მთლიანობაში მშვენიერი რამე გამოვიდა.რაღაც ახალი,გარვკეული კუთხით უცნაური მაგრამ სასიამოვნო და ხარისხიანი.
ასევე აღსანიშნია რო ნორმალური კლიპი ლინდემანის სოლო პროექტში ისტორიას არ ახსოვს,რამოდენიმე იმდენად გულისამრევი იყო,რომ სიმღერასაც წვდებოდა ხოლმე ინსტიქურად ჩემი ნეგატიური რეაქცია,მაგრამ ამჯერად საიამოვნოთ გავკირვებული დავრჩი,რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ახალი კლიპი ჯდება ადეკვატურობის ფარგლებში და არ იგრძნობა რო ვიღაც ნარკომანმა გადაიღო კაიფის პროცესში.მეტის რეკომენაციას ვუწევ საკმაოდ ატმოსფერული,დამაფიქრებელი და თვალისთვის სასიამოვნოს საყურებელი გამოვიდა
კლიპი(თუ ისევ არასწორად ჩავსვი გამანათლეთ)
https://youtu.be/hEv5KN58blI