ბოლო დღეებია, ვკითხულობ ქოცგზავნილებს და ჯერ მეცინებოდა, საკუთარი თავები მედასავლეთეებად რომ გამოაცხადეს - საკუთარ თავზე აღადავდნენ-მეთქი? მაგრამ, ვერ ჩავწვდი ქოციუმორს...
მერე დავაკვირდი და მთელ ოპოზიციას სულ კრემლის აგენტებს ეძახიან...
თანაც ამ სიდებილეს ყველა ერთნაირი შემართებით, ე.წ. ორკესტრირებულად ასრულებს!
ჰოდა, ჩემო ლამაზო და ცუგრუმელა ქოცუნიებო!
თქვენა აი ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახური და საელჩოს აგენტურა-შმაგენტურა თქვენნაირი რაღაცნაირები ხომ არა გგონიათ, რომ ამ ფორუმზე შემოიხედონ და იმის მიხედვით დაადგინონ, ვინ არის კრემლის აგენტი და ვინ - დასავლური ფასეულობების მიმდევარი?
ჰო, აბა - ცეერუ ეკითხება თავის ქორისთვალა აგენტს, მიდი, ერთი ძმურად, გაარკვიე მაქანა ჯორჯიაში თუ ვინმეა ჩვენიანიო და იმანაც, ახლავე, სერ! შემოვარდა ფორუმზე და დეგას ციტატებით გაავსო პატაკი!
რავი, ყოყა კი ვიცით, რაცაა, მაგრამ ასეთი დებილური გეგმა იმას არა მგონია თავში მოსვლოდა... არც ლაშიკო არ დაეცემოდა მასე... უფრო მგონია, შაკო მაგარ განგრეულში იყო და იმან წამოაბოდიალა ეს ბრძნული სტრატეგია და ქოცბოტებმაც "აბა, ძმებო, პა პოლნოი ყველანი მედასავლეეთები ვხდებით და ვისაც მამამზე არ მოსწონს, ყველა კრემლის აგენტად ცხადდებაო!"
ძალიან, ძალიან უდონო სიდებილეა - სასაცილოც რომ აღარაა!
გულსაც თუ მოგვიკლავთ, მხოლოდ იმით, რომ ასეთი საცოდავები ნაღდად არ გვეგონეთ...
საინტერესოა, კიდევ რას დაგვაბრალებთ? გვირაბების თხრას არა ვართ - ძალიან გავზარმაცდით და სად ნახავ ვინმეს ხელში ნიჩაბით? ერთი გელას ეჭირა ნიჩაბი და იმანაც მიაგდო რა ხანია...