მოგესალმებით,

პირდაპირ გადავალ მთავარ საკითხზე ჟანგი, ანუ უფრო სწორად რომ ვთქვათ კოროზია, ერთის მხრივ ვითომ უწყინარი და ზოგ შემთხვევაში შეუმჩნეველი კოროზიის პროცესი დროის საკმაოდ მცირე პერიოდში სამწუხარო და სავალალო შედეგების მომტანია ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ იმისთვის რომ მას ვებრძოლოთ საჭიროა მისი ზედმიწევნით შესწავლა.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ის გარემო რომელშიც ადამიანი თავს ძალიან კარგად გრძნობს ყველა სახეობის მეტალისთვის დამღუპველია, წყალთან და ჰაერთან შეხებით დაუცველი მეტალები იწყებენ ოქსიდაციას (წვას) ანუ რასაც ჩვენ ჟანგვას ვუწოდებთ. მაგალითისთვის მოვიყვანოთ ფორმულა რკინა Fe ჰაერთან O2 ურთიერთობით გვაძლევს რკინის ოქსიდს Fe2O3, ხოლო რკინის Fe წყალთან H2O ურთიერთობით გვაძლევს რკინის ჰიდრირებულ ოქსიდს Fe(OH)3. ჟანგვის (ოქსიდაციის) პროცესი უკლებლივ ყველა მეტალს ეხება, მაგრამ აქ რათქმაუნდა მრავალი ხელშემწყობი (კატალიზატორის) ფაქტორია გასათვალისწინებელი, მაგალითად კლიმატური პირობები, ტემპერატურა, მჟავები, მინერალები და ასე შემდეგ.
მას შემდეგ რაც ადამიანმა დაიწყო მეტალის მოპოვება და დამუშავება მაშინვე წააწყდა მის ფაქტიურად დაუმარცხებელ მტერს, მეტალების კოროზიას. უნდა ვაღიაროთ რომ მეტალის კოროზია გარდაუვალი პროცესია და ადრე თუ გვიან ის მაინც ყველა სახეობის მეტალს შთანთქავს.
სტატისტიკის მიხედვით ყოველ წელს ადამიანის მიერ მოპოვებული მეტალის 15-18% სწორედ კოროზიის შედეგად ნადგურდება.
მეცნიერების მიერ შესწავლილმა და შემუშავებულმა მეტალების დამუშავების მეთოდებმა რევოლუციური წინსვლა მოახდინა მეტალების და მათგან დამზადებული ნივთების სიცოცხლის გახანგრძლივებაში. უახლესი მეთოდებით მეტალების დაცვა კოროზიისგან ძალიან ძვირად ღირებული პროცესია, სწორედ ამ მიზეზის გამო სამწუხაროდ მას ხშირად არ იყენებენ ჩვეულებრივ ხმარებაში მყოფი ნივთევისთვის, სწორედ ამიტომ არსებული კოროზიის წინააგმდეგ საბრძოლველად უნდა მივმართოთ ისეთ ყველაზე იდეალურ მეთოდს როგორიც
მეტალის სილა-ჭავლური დამუშავებაა (ე.წ პესკასტრუიკა).
დიდი ალბათობით ყველა თქვენთაგანს ჰქონია შეხება დაჟანგებულ მეტალთან რომლისგანაც ჟანგის მოცილება სხვადასხვა საშუალებით გიცდიათ, მაგალითად ზუმფარის ქაღალდით (შკურკით) ან ელექტრო მოწყობილობით (ბალგარკა, დრელი) და მასზე დამაგრებული მოსახვეწი დისკოთი ან ჯაგრისის დახმარებით, ყველამ იცით რამდენად დიდ დროს და ენერგიას მოიხმარს მსგავსი სამუშაო, განსაკუთრებით რთულია მაშინ როცა დაჟანგებული ნივთი რთული და არათანაბარი ზედაპირის მქონეა რაც სამუშაოს დროს და ენერგიას რამოდენიმეჯერ ზრდის. მსგავსი მეთოდებით მეტალის დამუშავება აზიანებს მეტალის ზედაპირს, განსაკურტებით ბალგარკის გამოყენებით თქვენ ზედმეტად აცხელებთ და ათხელებთ მეტალს, შესაბამისად იკარგება მისი თვისებები, რაც ყველაზე დიდი უბედურებაა ეს მეთოდები ხშირ შემთხვევაში მაინც არ იძლევა სასურველ შედეგს და რამოდენიმე ხანში ჟანგვის პროცესი ისევ იწყება.
სილა-ჭავლური მეთოდით დამუშავება კი ის ერთადერთი საშუალებაა რომელიც სრულად აცილებს მეტალის ზედაფირიდან ჟანგს, ძველ საღებავს, ნებისმიერ არასასურველ ნადებს, ფითხს, ბეტონს და ასე შემდეგ (ჩამონათვალი ძალიან დიდია) და ამ ყველაფერს აკეთებს ისე რომ მეტალი არ ზიანდება არ ცხელდება და შესაბამისად მისი თვისებები არ იკარგება, რჩება მხოლოდ სუფთა მეტალი ხავერდოვანი ზედაფირით რომელიც იდეალურია შემდგომი დამუშავებისთვის და შეღებისთვის.
განსაკუთრებით გამართლებულია რთული რელიეფის და რთულად მისადგომი მეტალის ზედაპირის გასუფთავება, რომელზეც ჩვეულებრივი მეთოდებით ძალიან დიდ დროს და რესურსს დახარჯავთ და იმ შედეგს მაინც ვერ მიაღწევთ როგორსაც სილა-ჭავლური მეთოდით დამუშავებისას მიიღებდით.
კომპანია ContRust-ი გთავაზობთ ნებისმიერი სირთულის მეტალის ზედაპირის სრულად გაწმენდას ჟანგისგან და ნებისმიერი არასასურველი
ნადებისგან (როგორც ავღნიშნე ჩამონათვალი ძალიან დიდია)
ვასრულებთ ნებისმიერი სირთლის სამუშაოს - ადგილზე მისვლით
მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო ნებისმიერი შეკითხვა ამ თემასთან დაკავშირებით.
ჩვენი მისამართია: თბილისი, ლუბლიანას ქუჩის დასაწყისი,
ტელ 551 690009
contrust.ge info@contrust.ge
ContRust Facebookჩვენი ნამუშევრების რამოდენიმე მაგალითი:
https://youtu.be/D0gzzgafZgEhttps://www.youtube.com/watch?v=rQ3MjleavfYhttps://www.youtube.com/watch?v=D0gzzgafZgE This post has been edited by LEX-O22 on 14 Jul 2016, 14:54