#57347668 · 27 Dec 2020, 19:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ ავღწერ და შემეხმიანეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გინდათ რომ ისწავლოთ მეტი და მზად ხართ არატრადიციული სამუშაო გამოცდილება შეიძინოთ. მარტივი სამუშაო არ არის თუმცა მე ვაკეთებ 3 წელია უკვე და დროა სანდო დამხმარემ გადაიბაროს ნაწილი სამუშაო.
შევეცდები ყველაფერი მარტივად ავხსნა აქ: ბიზნესი მაქვს ამერიკაში სადაც ვყიდი და ვყიდულობ ტელეფონებს ლოკალურად. მჭირდება დამხმარე რომელიც განცხადებებს დადებს FB Marketplace-ზე, OfferUp-ზე და შეიძლება Craigslistze-ც. სახლიდან იმუშავებთ ტელეფონით ან ლეპტოპით და დღეში 2-5 საათამდე გამოვა სამუშაო. განცხადებების დადების შემდეგ, ხალხი მოგწერთ ნივთებს რეებსაც ყიდიან მაგალითად (iphone X, 12 pro, Macbook, iwatch, ipad, etc) და თქვენ მოგიწევთ შესთავაზოთ ფასი რამდენ თანხაშიც იყიდით ამ კატეგორიულ ნივთს. შემდეგ შევაჭრებას შეიძლება მოგიწოთ რათა სასურველ ფასზე შეუთანხმდეთ, შემდეგ მე გადავიბარებ მესიჯებს და შევუთანხმდები დროზე და შევხვდები. დასაწყისისთვის სულ ეს იქნება. მე გასწავლით და აგიხსნით ყველაფერს: როგორ დადოთ განცხადებები, როგორ მიწეროთ, ვაჭრობას (negotiation-ს), და ონლაინ ვიდეო გაკვეთილებიც მაქვს რომლისგანაც შეგიძლიათ ისწავლოთ.
თქვენგან აუცილებელი მოთხოვნა არის რომ ინგლისური წერა და კითხვა (ლაპარაკი არაა მნიშვნელოვანი) იცოდეთ ძალიან მაღალ დონეზე (ამერიკული სლენგის გაგებასაც ისწავლით). ასევე, ტექნიკაში მარტივად უნდა ერკვეოდეთ და მალე ხვდებოდეთ რომელი რა ტელეფონია და ინტერნეტში როგორ "იქექოთ" ანუ თუ რაღაცა მონაწერს ვერ გაიგებთ მაგალითად სლენგს რო დაგუგლოთ და მიხვდეთ რაარი. ფლორიდაში როდესაც დილა და შუადღეა უმეტესად მაშინ მოგიწევთ მუშაობა; შაბათ კვირასაც არის მუშაობა რადგან ბევრ ხალხს უნდა ტელეფონების გაყიდვა ხშირად მაგ დღეებში. ძირითადად სახლში ყოფნა არც გჭირდებათ ანუ შეგიძლიათ უცბათ მიწეროთ კლიენტს და განაგრძოთ რასაც აკეთებდით. ტელეფონტან ან ლეპტოპთან მოგიწევთ დიდი დროის გატარება და მზად უნდა იყოთ რო საღამოს შეიძლება კლიენტმა მოგწეროთ და უნდა უპასუხოთ, თუ ღამე ადრე არ იძინებთ დიდი პლიუსია.
მოკლედ დაგაკვალიანებთ მე და გაჩვენებთ მთელ პროცესს როგორც ხდება. მთავარია მონდომება რო ისწავლოთ ბევრი ახალი ინფორმაცია მოკლე დროში და მალე შეეუგოთ ცვლილებებს, ასევე ახალი ექსპერიმენტები ატაროთ რომელი განცხადება მოიტანს უფრო მეტ კლიენტს.
ანაზღაურება იქნება შემდეგნაირი: 2 კვირიანი დატვირთული შტაჟირება სადაც პირველი რამოდენიმე დღე ისწავლით ყველაფერს და შემდეგ დაიწყებთ დადებას განცხადებების და მიმოწერას კლიენტებთან - 300 ლარი იქნება ხელზე ამ 2 კვირის მანძილზე. შემდეგ ყოველ 2 კვირაში 300 ლარი იქნება ხელზე და პლიუს ბონუსი ყოველ კვირაში 10-15 *მომგებიან კლიენტის შეხვედრაზე და ხარისხიანად მუშაობაზე 500 ლარი. რეალურად 1600 ლარი მინიმუმ უნდა გამოგივიდეთ და რაც მეტ განცხადებებს დადებთ და მეტ კლიენტს მიწერთ რო სასურველ თანხაში გამოვიდეს შესყიდვა მით მეტი გექნებათ ბონუსი. აგიხსნით კიდევ დეტალურად როდესაც გავისაუბრებთ.
გასაუბრება იქნება ონლაინ Zoom Call-ით და ერთი გასაუბრება იქნება მხოლოდ 30-45 წუთიანი.
გთხოვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში მომწერეთ თუ მზად ხართ რო საკმაოდ ბევრი შრომა ჩადოთ რადგან საკმაოდ ბევრი ახალი ინფორმაციის სწავლა მოგიწევთ და შემდეგ უმეტესი ნაწილი ერთი და იგივეს კეთება მოგიწევთ გარკვეული ვარიაციებით. თქვენც ფულის გარდა დიდ ინგლისურის გამოცდილებას შეიძენთ, ონლაინ მარკეტინგის და გაყიდვების, და მსოფლიო დონის negotiatings ისწავლით. არ მაინტერესებს მასტერი გაქვთ დამთავრებული თუ სკოლა არ დაგიმთავრებიათ, მთავარია ინტერნეტში ქექვა შეგეძლოთ, ინგლისური წერა კითხვა ძალიან მაგრად იცოდეთ, ტექნიკაში ცოტათი მაინც ერკვეოდეთ, ცოტა კრეატივიც გქონდეთ და მზად იყოთ რომ იშრომოთ და არ დაიზაროთ საქმის გაკეთება.
ჩემი email: andrew.erkom@gmail.com არ გამომიგზავნოთ რეზუიუმე, მითხარით ორი სიტყვით რაიმე მსგავსი გამოცდილება თუ გაქვთ, ან თუ გაგიყიდათ ონლაინ რაიმე ნივთი, ან მაგდაგვარი, ინგლისურ ენაზე თუ მომწერთ მირჩევნია.
|