რატომ არ ხდება ველოგზების განვითარება საქართველოს იმ ნაწილში, სადაც მართლა ძალიან პოპულარულია ველოსიპედი. სამტრედია, აბაშა, ფოთი, ხობი, ხონი... მოსახლეობის დიდი ნაწილი ველოთი გადაადგილდება და კულტურის ნაწილია, ისევე როგორც ნიდერლანდებში. ოღონდ ნიდერლანდებისგან განსხვავებით ჩვენთან არანაირი ინფრასტრუქტურა ამისთვის არ არსებობს. გარდა იმისა რომ ველოსიპედი ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო გადაადგილების საშვალებაა, ველოგზები ტურიზმს შეუწყობდა ხელს. ქუთაისის გავლით შემოდის ევროპელი ტურისების უმრავლესობა. ევროპელებში კი მოგეხსენებათ როგორი პოპულარულია ველოტურიზმი. ქუთაისის აეროპორტი რომ დაუკავშირდეს ქუთაისისს, მარტვილის კანიონებს, ფოთს და ა.შ. ისეთი რელიეფია ყველა შეძლება ველოთი მოგზაურობას. ამსტერდამში შეგიძლია ჩაფრინდე, იქირაო ველო და შემოიარო მთელი ქვეყანა. უამრავ დასავლეთ ევროპელ ტურისტს მოვიზიდავდით.
თბილისში აკეთებენ ველობილიკს, თელავში, რუსთავში, აგერ მთიან აჭარაში და გორშიო... კარგია უნდა გაკეთდეს მანდაც, მაგრამ რეალურად ქვეყნის იმ ნაწილში, სადაც მართლა პოპულარული და პერსპექტიულია ველოსიპედი, იქ არ აკეთებენ.
ეს ვიდეო შემხვდა და ამიტომ დავფიქრდი ამ თემაზე, აგერ 8 წლის უკან სამტრედიელეი ჩიოდნენ, მოგვაქციეთ ყურადღება, გაგვიკეთეთ ქუთაისთან დამაკავშირებელი ველოგზაო. მართლა საკვირველია, მთავრობაში ყველას ეკოლოგია, სპორტი და ტურიზმი აკერია პირზე და არავის ახსენდება ის პოტენციალი, რაც დასავლეთ საქართველოს დაბლობზე მდებარე სოფლებს და ქალაქებს აქვთ ველოგანვითარების კუთხით.
ეს კიდე მეგრელი ბებო ველოსიპედზე.
This post has been edited by brutal_88 on 19 Dec 2020, 20:48