Internet_Contraband
☠ ქართველი მეკობრე ☠

        
ჯგუფი: Members
წერილები: 47127
წევრი No.: 4293
რეგისტრ.: 9-February 04
|
#57310253 · 17 Dec 2020, 20:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამასთან დაამატა რომ კორონავირუსით ხალხის ამოჟლეტა ღვთის დაშვებითაა, სამწუხაროდ მიზეზებზე არ უსაუბრია, მაგრამ ვერ ხვდება კურთხევაა თუ გვსჯის: | QUOTE | "ჩვენ დღეს ვფიქრობთ, რაც ხდება, ამდენი მსხვერპლი, ეს სასჯელია, თუ ლოცვა-კურთხევა ღვთისა, არაფერი ხდება ღვთის გარეშე, შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა დალოცოს თავისი ერი.
ითხოვდეთ და მოგეცეს, ეძიებდით და პოვოთ, აი, დღეს ჩვენ ვითხოვთ მშვიდობას, სიხარულს, ქრისტიანული რწმენით განმტკიცებას, სიმშვიდეს გულში, გონებასა და სულში, დარწმუნებული ვართ, რომ ღმერთი შეისმენს ჩვენს ლოცვას", - თქვა მან.
|
ახალი ლოცვა დაწერა და კარგი იქნება თუ სხვებიც გამოიგონებენ ლოცვებსო:
| QUOTE | "გუშინ დავწერე მოკლე ლოცვა, სადაც ვთხოვთ უფალს, რომ სიმშვიდე მოგვცეს, დაამშვიდოს ეს ცხოვრება ჩვენთვის.
ამის გარდა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენმა ბავშვებმა, ჩვენმა ახალგაზრდებმა დაწერონ ლოცვები, თხოვნები, რომ ღმერთმა შეისმინოს ჩვენი შვილების ლოცვები.
რომ დაწერთ ამ ლოცვებს, თხოვნებს, წერილებს, როგორც საკუთარ მშობელს, ისე უნდა მიმართოთ მამასა, ძესა და სულიწმინდასა.
გამომიგზავნეთ მე. როცა შეგროვდება საკმაოდ ბევრი, გამოვცეთ წიგნად", - თქვა პატრიარქმა.
|
სამწუხაროდ არც ის განუმარტია მერე ეს წიგნი სად უნდა წაიღოთ.
--------------------
Sic semper tyrannis⚡️
|