მაპატიოს მედერმა ამ თემის გახსნა,მაგრამ მაინტერესებს იუზერთა აზრი.
გასარკვევია ასევე არის ამ სამივე ლექსის ავტორი თუ არა გრიგოლ რობაქიძე.
და თუ არაა,რომელია მაშინ ორიგინალი?რობაქიძისეული?
ხოლო თუ არის სამივეს ავტორი რობაქიძე,საკვირველია რამ დააწერინა 3-ჯერ ერთი და იგივე ლექსი სხვადასხვანაირად.
ვეფხვობის თვე
ყივჩაღეთ იყო....
ქალი მოვიტაცე.
ცხენზე შემოვიგდე, დედალი ავაზა.
ტანი დაყურსული
გავშხვართე უნაგირზე,
თეთრი თეძოების ვიხილე გახელება.
ხტოდნენ ატეხილი, ავხორცი მუხლები.
და თვითონ ნადირი გავხდი, მე ნადირი.
კოცნა-კბენა იყო,
ალერსი-დანა,
მუცელი გაზნექილი
პირით გადავღადრე,
და მარჯვენა ნაპირიდან,
ქალი გაფატრული
ვესროლე მდინარეს.
სიგიჟის წვეთი
ცხენს მოხვდა საფეთქელში,
ცეცხლი წაეკიდა უნალო ფლოქვებში
და თითქო დაკოდილი
გავარდა ჭენებით.
მე სისხლის ყივილი,
მოღუშულ სივრცეებს,
მათრახათ გადავკარი!
... ეს იყო ყივჩაღეთ,
ვეფხობის თვეში.
--------------------------------
ყივჩაღეთს იყო
ქალი მოვიტაცე
ცხენზე შემოვიგდე დედალი ავაზა
ტანი დაყუსრული გავშხლართე უნაგირზე
თეთრი თეძოების ვიხილე გახელება
ხტოდნენ ატეხილი ავხორცი მუხლები
და თითქოს ნადირი გავხდი მე ნატიფი
კოცნა კბენა იყო
ალერსი---დანა.
მუცელი გაზნექილი პირით გადავღადრე
და მარჯვე ნაპრალიდან ქალი გაფატრული
ვესროლე მდინარეს.
ტუჩები სისხლიანი ფაფარზე ავიწმინდე
სიგიჟის წვეთი ცხენს მოხვდა საფეთქელში
ცეცხლი წაეკიდა უნალო ფლოქვებში
და თითქოს დაკოდილი გავარდა ყიჟინით
მე სისხლის ყივილი
მოღუშულ სივრცეებს
მათრახად გადავკარი
ეს იყო ყივჩაღეთს
ვეფხვების თვეში
ყივჩაღეთს იყო, ქალი მოვიტაცე
ცხენზე შემოვიგდე დედალი ავაზა
თმებში ჩამენასკვა ქალწულის კივილი
მკერდი დაზაფრული მკალევებით ჩარაზა
ტანი დაყურსული გავშხვართე უნაგირზე
თეთრი თეძოების ვიხილე გახელება
მხრები აილეწნენ ძვლების დამსხვრევამდე
და სულის აფეთქება მოზიდეს სულებმა.
ხტოდნენ,ცახცახებდნენ ავხორცი მუხლები
და მე ვთვრებოდი მათით.
მქონდა განზრახვები და აზრი ურყევი
გავტეხე უზნეო ხათრი
თეთრი მუცლები კბილებით გადავღადრე
დამძიმდა ღრუბელთა ლეში.
სიგიჟის წვეთი ლოთივით გაიშოტა
ცხენს მოხვდა საფეთქელში
და ცეცხლი მოეკიდა ფლოქვებს.
ეს იყო ყივჩაღეთს ვაჟის გამხნევება
ეს იყო ყივჩაღეთს ქალის გახელება
ეს იყო ყივჩაღეთს გულის დანათქეში
ეს იყო ვეფხვების თვეში.
---------------------------------
ეს იყო ყივჩაღეთს, ქალი მოვიტაცე.,
ცხენზე შემოვაგდე დედალი ავაზა
ტანი გაყურსული გავშხლართე უნაგირზე,
თეთრი თეძოების ვიხილე გახენება!..
ხტოდნენ ატეხილი ავხორცა მუხლები
და თვით მონადირე გავხდი მე ნადირი
კოცნა კბენა იყო, ალერსი დანა
მუცელი გაზნექილი, კბილით გადავღრღენი და,
ქალი გაფატრული,მარჯვენა ნაპრალიდან
ვესროლე მდინარეს!
სიგიჟის წვეთი,ცხენს მოხვდა საფეთქელში,
ცეცხლი წაუკიდა უნალო ფლოქვებზე.
მე სისხლის ყივილი მოღუშულ მიდამოს
მათრახად გადავკარ.,
და ცხენიც გავარდა, ვეფხვების თვეში.
ეს იყო ყივჩაღეთს, ქალი მოვიტაცე.,
ცხენზე შემოვაგდე დედალი ავაზა
---------------------------------------------------
Yo tetengo a ti,tu metienes a mi...
Yo quiero estar contigo hasta la muerte...
http://forum.ge/?showtopic=33942371&view=findpost&p=15056129
http://forum.ge/?showtopic=34000799&view=findpost&p=15077862