გამარჯობა, მოკლედ ვიწყებ ბიზნეს და მჭირდება იმ ხალხის რჩევები ვინც უკვე ეს გზა გაიარა ან უბრალოდ ჩახედული ხართ ამ საქმეში წინასწარ დიდი მადლობა.
არსი ასეთია რომ ვართ 3 ადამიანი, სამივე შემოვდვიართ გარვკეულ თანხა ( ნუ შემდეგ წილები შესაბამისად გადანიწლდება), სამივემ ჩვენი საქმე ვიცით რა უნდა ვაკეთოთ (ზოგს მეტი უწევს ზოგს ნაკლები) მაგრამ არი მთავარლი პრობლემა რომ ბიზნესი და ორგანიზაციის მართვის და ბუღალტერიის გამოცდილება არცერთს არ გვაქვს, შესაბამისად ერთ-ერთს გვიწევს ამ ყველაფრის შესწავლა ( ანუ მე

), მაქვს რამდენიმე კითხვა თავიდან რა ეტაპები იქნება გასავლელი:
პ.ს ბიზნესის ძირითადი საქმიანობა არის ტენდერებში მონაწილეობა და ა.შ
1) როგორ ხდება შ.პ.ს დარეგისტრირება, საჭიროა თუ არა იურიდული მისამართი, ( რადგან თავიდან სახლებიდან მოგვიწევს მუშაობა).
2) საჭიროა თუ არა იურისტის დაქირავება და საბუთების მომზადება სხვადასხვა ხელშეკრულებებისთვის.
3) ბუღალტერის არსებობა - თავიდან რა თქმა უნდა დაბალ თანხაზეა საუბარი და ვფიქრობ რომ ელემტარულ ბუღალტერიას მოითხოვს და მეც გავწვდები, რადგან ასე თუ ისე წარმოდგენა მაქვს, ვიცი ექსელი საშუალო დონეზე, მაგრამ ვფიქრობ რომ გავიარო რაიმე კურსები. ასევე მაინტერესებს რომელ პროგრამის ყიდვას მირჩევთ ამ ეტაპზე 1C თუ ბალანსი, და რა განსხვებაა ამათ შორის.
4) და ზოგადად რა გაუთვალისწინებელ ფაქტებს შეიძლება წავაწყდე დაწყების პერიოდში.
ამ ეტაპისთვის ეს კითხვები მაბრკოლებას ყველაზე მეტად, ვიცი სხვა ბევრი ფაქტორია უბრალოდ ასე ვერ ჩამოვაყლიბე, თუ დამატებით რჩევებს და გამოცდილებას გამიზიარებთ რაც შეიძლება ბიზნესი დაწყებაში გამომადგეს. დიდად მადლობელი დაგრჩებით.