ISFED (სამართლიანი არჩევნები) 31 ოქტომბრის არჩევნებს აკვირდებოდა 1000-მდე უბანზე და არჩევნების დღეს პერიოდულად აქვეყნებდა ინფორმაციას სხვადასხვა დარღვევების შესახებ, ხოლო 1 ნოემბერს გამოაქვეყნა პარალელური დათვლის შედეგები და ინფორმაცია ხმების დათვლის პროცესში დაფიქსირებულ დარღვევებზე, მათ შორის
შემაჯამებელ ოქმებში არსებულ დისბალანსის შემთხვევებზე.» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #14 უბნის შემაჯამებელ ოქმში დაფიქსირებულია პროპორციულ სიაში ზედმეტი ხმების რაოდენობა. (პირველი ოქმით ზედმეტობამ შეადგინა 179 ბიულეტენი)
#2 ვაკის საარჩევნო ოლქის #47 უბანზე გამოვლინდა ერთით ზედმეტი ხმა ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერების რაოდენობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება დააწერინეს ერთ-ერთ რეგისტრატორს. მოხდა შედეგების თავიდან გადათვლა, თუმცა კვლავ ერთით მეტი ხმა დაფიქსირდა.
#3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #33 საარჩევნო უბნის პროპორციული სისტემის შემაჯამებლ ოქმში ბიულეტენების რაოდენობა 54-ით აღემატება ამომრჩევლების ხელმოწერებს.
#3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #56 საარჩევნო უბნის პროპორციული არჩევნების შემაჯამებელ ოქმში ბიულეტენების რაოდენობა 19-ით აღემატებოდა ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობას.
#3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე შემაჯამებელ ოქმებში (პროპორციული და მაჟორიტარული) 20-20 ბიულეტენით აღემატებოდა ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების რაოდენობას.
#3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #90 და #92 საარჩევნო უბნის პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში გაცემული ბიულეტენების რაოდენობა 1-ით მეტი იყო ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე.
#49 თერჯოლის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბნის პროპორციული სისტემის შემაჯამებელ ოქმში სუბიექტების მიერ მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი 3-ით აღემატებოდა ყველა სახის სიაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას.
#22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #48 საარჩევნო უბანზე შემაჯამებელ პროპორციულ ოქმში გაცემული ბიულეტენის რაოდენობა 1-ით მეტი იყო ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე.
სამართლიანი არჩევნების მიერ სულ დაფიქსირდა ასეთი 12 დარღვევა, მათ შორის 8 ისეთი, სადაც ბიულეტები აღემატებოდა ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას.
ამის შემდეგ, სავარაუდოდ საქმეში ჩაერთო ISFED-ის არითმეტიკა
https://isfed.ge/geo/presrelizebi/201101022...s-PVT-shedegebi1. 1000-მდე უბანზე დაფიქსირებული 8 დარღვევიდან მიიღეს 8%! 2. ერთია, რომ რეალურად აღნიშნულ უბნებზე ძირითადად მექანიკურ შეცდომები იყო დაშვებული და გასწორების შემდეგ სულ 3 ზედმეტი ბიულეტენი დარჩა, ხოლო მეორე რომ შეცდომების გასწორებამდე ჯამში 279 ზედმეტი ბიულეტენი ფიქსირდებოდა და საინტერესოა, როგორ მიიღეს შედეგებზე 4.1%-იანი გავლენა, როდესაც აღნიშნულ 1000 უბანზე 500 ათასამდე ამომრჩევლი მივიდა, ხოლო 279 ბიულეტენი 500 ათასი ამომრჩევლიდან 0.06%-ია?
This post has been edited by net on 20 Dec 2020, 20:18