#57351116 · 28 Dec 2020, 19:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სალამი. RAV 4, Diesel, 2.0 ძრავი, 2003 წელი. დაზიანდა პლიტა და დისკი. გადაჩარხეს პლიტა 1 მმ -ით და დააკრეს 1 მმ -ით სქელი ფერადო მაგრამ არ ვარდება სიჩქარეებში სანამ არ ჩავაქრობ ძრავს. როგორც ჩანს გამოსაცვლელი მაქვს მცოცავი მახავიკი, პლიტა, დისკი და ვიჟიმნოი პაჩებნიკიც. დაშლილებში არ არის მცოცავი მახავიკი. დანარჩენი კი კორეული წარმოებისა არის მაღაზიაში. ყველაფერი რომ ახალი გამოვიწერო 1000 $- ზე მეტი ჯდება. ეხლა შეკითხვა მაქვს კომპეტენტურ საზოგადოებასთან. ერთ მაღაზიაში შემთავაზეს პოლონური წარმოების: (არა მცოცავი) მახავიკი, პრუჟინიანი დისკი (ჩემი არ არის პრუჟინიანი) და პლიტა + ვიჟიმნოი = 1200 ლარი. მაღაზიაში მარწმუნებენ რომ, ამ ერთიანი კომპლექტით არ ექნება აღების დროს ძიგძიგი (დრაჟენია) და დიდხანსაც იმუშავებს უპრობლემოდ. ზოგიერთმა ხელოსანმა არ მირჩია ეგ ვარიანტი რადგან დისკს მალე მოწყვიტავსო. მირჩიეს როგორმე გამომეწერა მეორადი ორიგინალი მახავიკი. ბატონებო, თუ გაქვთ ამ საკითხთან გამოცდილება ან გსმენიათ პოლონურ ვარიანტზე და თუ გამიზიარებთ თქვენს მოსაზრებას მადლობელი ვიქნები.
|