
ადრე გახარიამ იკადრა და აშშ-ს მიერ ერთჯერადად დარიგებული 1200$ ჩვენთან გაცემულ 1200 ლარს შეადარა. და ისიც დააყოლა, რომ ადგილზე ჩვენს 1200 ლარს უფრო დიდი მსყიდველობითი უნარი აქვსო.
შედეგად იმათთვის, ვისაც ინფორმაცია არ აქვს, ეს ყველაფერი ისე შეფუთა და გააჟღერა, თითქოს ამერიკას ვაჯობეთ ამ საკითხში.
მაგრამ ის დაავიწყდა, რომ აშშ-ში ყველა შტატში არსებული ბიუჯეტიდან ისედაც იღებდნენ უმუშევრად დარჩენილები კვირაში $182-დან $504-მდე (ძირითადად 504, ანუ უზრდიდნენ ყველას, ვინც გადასახადებს იხდიდა და გაასაჩივრებდა და მეტს მოითხოვდა)
ამას დამატებული რამდენიმე თვის განმავლობაში მოქალაქეები იღებდნენ დამატებით 600$-ს კვირაში პანდემიის პაკეტს.
შესაბამისად უმრავლესობას კვირაში $1104 ($504+$600) ჰქონდა უმუშევრობის კომპენსაცია.
ამ 600$-ის დასრულების შემდეგ, კიდევ იმსჯელეს და შედარებით ნაკლები, კვირაში 300$ დაუნიშნეს ადამიანებს. ამასთან გაუხანგრძლივეს სტანდარტული უმუშევრობის კომპენსაციაც და ხალხი დღემდე იღებს იმ 504$-ს.
ახლა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისევ აბრუნებენ იმ ე.წ. boost-ს და სტანდარტულ კომპენსაციას (504) ისევ უმატებენ 300$-ს მარტის ბოლომდე. (ანუ კვირაში 804$)
ხოდა რისი თქმა მინდოდა.
ჯერ ერთი რო აფერისტი მთავრობა გვყავს და სხვა ქვეყნებს ედრება მხოლოდ 1%-ში, რაც მათ გააკეთეს. ანუ რო არ გააკეთეს ერთია და დებილ მასად რო მიგვიჩნევენ მოსახლეობას და ამერიკის შესახებ მხოლოდ იმ ინფორმაციას გვაწვდიან და ადარებენ თავს, რაც აწყობთ. პანდემიის დასაწყისში გახარიამ პირდაპირ მოიტყუა - ჩვენც იგივე რაოდენობას ვაძლევთო.
მთავარი სათქმელი კი ისაა, რომ ამ დონის შეზღუდვები და ქვეყნის სრული დაკეტვა გამართლებულია ასეთ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფოს საშუალება აქვს მთელი მოსახლეობა შეინახოს იქამდე, სანამ დასჭირდება. შედეგად ეკონომიკა არ კვდება, ფული ტრიალებს ბიუჯეტიდან ხალხში, შემდეგ ბიზნესებში და შემდეგ ისევ ბიუჯეტში.
და არა ჩვენს შემთხვევაში, როცა უბრალოდ უკრძალავენ დღეში 5 ლარზე მომუშავე გარემოვაჭრეს წინდების და საცვლების გაყიდვას ლუკმა-პურისთვის და სანაცვლოდ არაფერს სთავაზობენ, ვისაც სთავაზობენ კი აფერისტულად 2 თვე აძლევენ ჯამში 200$-ზე ნაკლებს და მერე ეუბნებიან აი მოვხსენით შეზღუდვები და ვეღარ აიღებთო.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აშშ-ში ეს დახმარებები აიღო ისეთმა ხალხმაც, რომელსაც სამსახური არ ჰქონდა, მაგრამ შეუძლებელი გახდა დაეწყო პანდემიის გამო. არ მომხდარა ადამიანების განსხვავება იმ ნიშნებით, რო ვიღაც ხელობაზე მუშაობს და ა.შ. საერთო მდგომარეობის გათვალისწინებით ვინც მოითხოვა ყველას აძლევდნენ. დაკარგა თუ არ ჰქონდა და შოვნა გაუხდა შეუძლებელი.
ხოდა მოკლედ, ამერიკას კი არ ვედრები, მაგრამ აი მანდ თუ უნდა 1 წელი დასვან ხალხი, მერე ვაქცინასაც მალევე შეაშველებენ და აღადგენენ ეკონომიკას.
ჩვენ რა ვქნათ?
ჩვენთან ისევ ჩინოვნიკები გამდიდრდნენ პანდემიით გამოწვეული საჭირო ნივთების ბიზნესით.
სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა.
პროსტა სირცხვილია რასაც ხალხი ითმენს მდიდარი ხალხის მმართველობის ქვეშ ძაღლივით გადმოგდებულ 200 ლარებს (მე ვისზეც ვიცი, ეგეც მხოლოდ 1 ან 2 თვე აიღეს)
მოკლედ და კონკრეტულად ჩვენი მთავრობა მთლიანად ბუტაფორიაა, პანდემია მძვინვარებს და ოპოზიციას ხელფასები უნდა მისცენ თუ არა - ამას ატრიალებენ მთავარ თემად.
ხოდა ტეხავს, მეგობრებო.