Shevardnadze's Journey - 90's - ითამაშეთ უკვე?https://play.google.com/store/apps/details?...rdnadzesJourney90’s – Shevardnadze’s Journey არის ArtUp Games-ის ახალი მობილური თამაში, რომლის საშუალებითაც, თქვენ 90-იან წლებში აღმოჩნდებით და შეხვდებით იმ პერიოდისთვის დამახასიათებელ ელემენტებს, როგორებიცაა:
„მწვანე კერასინკა“ – გამათბობელი, რომელიც მუშაობდა ნავთზე, რადგან გათბობა და ელექტროენერგია არ არსებობდა;
„ცეცხლი“ – ხშირად შეხვდებოდით გასათბობად დანთებულ ცეცხლს უბნებში, შემოკრებილ ბავშვებსა და მშობლებს, რომლებიც სოციალიზაციას ცდილობდნენ;
„სიგუას ნამცხვარი“ – გამოგონილი, იაფფასიანი ნამცხვარი, რომელიც უმარტივესი ინგრედიენტებისგან მზადდებოდა, მაგრამ ყველას ძალიან უყვარდა, რადგან სხვა ალტერნატივა, უბრალოდ, არ არსებობდა;
„პლიტა“ – ეს იყო ნივთი, რომელიც ელექტროენერგიაზე მუშაობდა, თუ იყო ელექტროენერგია. ძირითადად, იყენებდნენ საჭმლის მოსამზადებლად ან გასათბობად;
„მიტინგები“ – საპროტესტო აქციები ქუჩებში, რომელიც ხშირად იმართებოდა მოპარული ანაბრების დაბრუნების, პოლიტიკოსების გადადგომის, ან თუნდაც, შუქის მოსვლის მოთხოვნით…

დანარჩენი აქ -
https://www.marketer.ge/90s-shevardnadzes-journey/
"The measure of a good city is one where a child on a tricycle or bicycle can safely go anywhere." - Enrique Peñalosa