მოკლედ გუშინ საღამოს მოვედი სახლში, შევამჩნიე წვეთები, შლანგებზე,
ნუ თავიდან შლანგები მეგონა, მერე ავუყევი, მოვხსენი საფარი და თურმე ზევიდან წვეთავს.
ავიხედე. და ზევითაც მონიშნულ ადგილზე წყალი იყო დაგროვილი,
გავწმინდე ყველაფერი. ვაკვირდებოდი ღამემდე. არსაიდან არ გასდიოდა.
ვიფიქრე ალბათ გუშინ წვიმა იყო და მაქედან შემოვიდა.
დღეს დილას ავდექი, გადავამოწმე ზევიდან, სუფთა იყო,
ჩავრთე გამათბობელი, და კალონკაც.
ცოტა ხანში გადავამოწმე. ალბათ ასე 20 წუთში და ზევიდან ისევ წყალი იყო.
ნუ ეხლა ქარია, და წვიმა აშკარად არაა./
ისევ კონდესატთან მაქვს საქმე? თუ რა ახსნა აქვს ამას?
ქვევიდან ზევით წყალი რომ აიტანოს შესაძლებელია ესეთი რამე?
ანუ როგორც მივხვდი ტემპერატურამ მოიმატა ოთახში და კონდესატი გაიკეთა თუ რა თემაა?
ვინც დამიყენა იდეაში სხვებსაც ეუბნებოდა რომ დახრილი უნდა იყოსო გამავალი მილი ცოტაო, რომ კონდესატი არ გაიკეთოსო, და ჩემთან როგორ შეეშალა თუ ამის ბრალია? იდეაში ჩემთან მაგ დახრას მე ვერ ვხედავ/
თითქოს სწორედ არის.
თუ ქარი რახან არის, დახრილიც რომ იყოს, მაინც უკან მოაქვს ეგ კონდესატი?

This post has been edited by temo_777 on 24 Dec 2020, 10:38