
გილოცავთ დამდეგ 2021 წელს!!!
ყველაზე სანუკვარი ოცნებების ასრულებას გისურვებთ!!!

ლამაზ, სიხარულით და სიყვარულით სავსე, დაუვიწყარ წელიწადს გისურვებთ!!
ყველა პრობლემა და მიწურული წლის სიმძიმე დავუტოვოთ 2020 წელს, მაგრად გამოვიკეტოთ კარი, გადავრაზოთ და სუფთა გულით და ახალი იმედებით, გეგმებით, ენერგიით და შემართებით შევხვდეთ 2021 წელს.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ფორმალობას ჰგავს ეს დღესასწაული, მაინც ყოველთვის ახლავს გაახლების შეგრძნება. შეგრძნება რომ რაღაც დასრულდა და ახალი იწყება. ეს განსაკუთრებით იგრძნობა ხოლმე ახალი წლის პირველ დღეებში, მიუხედავად მხრიარულებისა და ჟრიამულისა, რაღაც სიმშვიდის განცდა ახლავს, ისეთი მდგომარეობის თითქოს ცოტა ხნით გავჩერდით და ხელახლა ვიწყებთ სიჩქარის აკრეფას, თითქოს დროც კი ცოტა ნელდება ამ დღეებში.
ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, წინსვლას, თქვენი ჩანაფიქრების განხორციელებას და წლის თითოეული დღის სილამაზის შეგრძნებას, ხალისს, ბევრ ღიმილს და განსაკუთრებულად მგრძნობიარეებს სიხარულის ცრემლებსაც.

განსაკუთრებულად ბედნიერი წელი ყოფილიყოს ყველასთვის!!
გ ი ლ ო ც ა ვ თ!! <3
მრავალს დაესწარით!!!
