ეხლა ვნახე ეს გამოხმაურებები :დ ;(((((((
გამიხარდა რამეში თუ დაგეხმრათ :დ
რავიცი რა დავწერო
ზოგადად აკორდზე რომ ვსაუბრობთ უნდა გამოვყოთ აკორდული ტონები და აკორდს გარე ტონები
თვითონ სახელიც რა კარგად ამბობს "აკორდული", ე.ი. აკორდში შემავალი ბგერები,ნოტები, ტონები
მე არ ვიცი რამდენად, როგორ ვთქვა.... იცით თეორია და რის მიხედვით ავხსნა, შევეცდები ისე ავხსნა რომ მარტივი იყოს
ანუ, ისე არ გამომივიდეს რომ თითქოს მე რამე ვიცი და სხვას ვასწავლი

მეც არაფერი არ ვიცი
შევეცადოთ
ანუ, არის დიატონური (დიეზების და ბემოლების, ალტერაცია ჰქვია ამას) გამა
იყოს ამ ჩვენს შემთხვევაში დო მაჟორული გამა, დო დიატონური გამა .... მარტივი ასახსნელია ამაზე და იმიტომ
დო მაჟორული გამა არის :
დო რე მი ფა სოლ ლა სი
( C D E F G A B )
ტონიკა, სეკუნდა, ტერცია, კვარტა, კვინტა, სექსტა, სეპტიმა
ეს დასახელებებიც ციფრებიდან მოდის რა...
ხო გაგიათ კვარტეტი მაგალითად ოთხი კაცი რომაა ანსამბლში, კვინტეტი ხუთი კაცი და ა.შ.
ამ ნოტებს ააქვთ თავიანთი ციფრული შესატყვისბიც, საფეხურების მიხედვით:
C = 1
D = 2
E = 3
F = 4
G = 5
A = 6
B = 7აი ზემოთ რომ წერია ჯაზური პროგრესია 2 - 5 - 1 ( Two, five, One ) ეს ციფრები რომ ნოტებში გადაიყვანო მიიღება ის რაც ზემოთ წერია. D G C
აკორდებირატომ არის მინორი რე, რატომ არის სეპტი სოლი და რატომ არის მაჟორი დო, ამას მერე ავხსნი ცალკე თუ დააგაინტერესებთ...
აქ შემიძლია უფრო განვავრცო ...
პირველი საფეხური ნიშნავს ტონალურ ცენტრს, ფესვს ( Root ) , თუ უფრო ტერმინოლოგია აინტერესებს ვინმეს ტონიკა, წმინდა პრიმაც შეიძლება დაუძახოს
მოკლედ, მინდა რომ ავხსნა აკორდული ტონები რა არის ამ
დო მაჟორულ გამაშიავხსნი სამხმოვანებაზე ჯერ, რომ მარტივად დავიწყოთ
ნემისმიერ აკორდს ააქვს თავის ფორმულა, იქნება ეს სამხმოვანი, ოთხხმოვანი, ხუთხმოვანი თუ სხვა.
ჩვენ განვიხილოთ სამხმოვანება
სამხმოვანი აკორდი ავაგოთ დო მაჟურულ დიატონურ გამაში (ანუ - დო რე მი ფა სოლ ლა სი- ში)
სამხმოვანი აკორდის ფორმულაა -
ტონიკა + მესამე საფეხური + მეხუთე საფეხური (ტონიკა + ტერცია + კვინტა)ამ დო მაჟორულ გამაში პირველი, მესამე და მეხუთე საფეხურებია -
C E G ბგერები
ე.ი.
დო მაჟორული აკორდი C Major, C Maj, CM Chord შედგება ამ სამი ბგერისგან -
C E G აი ეს სამი ნოტი არის ამ გამის
აკორდული ტონები
დანარჩენი კი ამ აკორდისთვის არააკორდული ტონები, აკორდს გარე ტონებია (Passing tone-თიც შეგვიძლია მოვიხსენოთ,მაგრამ ბლუზში ცოტა სხვანაირად არის ეს passing tone-ები და არ გვინდა ჯერ, არ დავიბნეთ)
ე.ი.
დო მაჟორულ გამაში აკორდული ტონებია
დო მი სოლ და აკორდს გარე, არააკორდული ტონები რაც დარჩა ის ოთხი - რე ფა ლა სი
მოდი ამასაც დავწერ უცებ
ის რაც ზემოთ დავწერე
ტონიკა, სეკუნდა, ტერცია, კვარტა, კვინტა, სექსტა, სეპტიმა - ეს გამოდის 7 ნოტი. არადა, ჩვენ ხო ვიცით რომ 12 ნოტია სულ (დიეზებით და ბემოლებით)
ამიტომ არსებობს სუფთა, წმინდა ტონები (perfect tones) საფეხურები და არსებობს საფეხურები რომლებიც იცვლება (მცირდება ან დიდდება)
მუქად წერია აკორდული ტონები:
წმინდა პრიმა პატარა(მცირე) სეკუნდა
დიდი სეკუნდა
პატარა ტერცია
დიდი ტერციაწმინა კვარტა
ტრიტონი ( ჩათლახი ინტერვალია........ 12 ტონს ყოფს შუაზე)
წმინდა კვინტა პატარა სექსტა
დიდი სექსტა
პატარა სეპტიმა
დიდი სეპტიმა
წმინდა ოქტავა ------ ეს იგივე ბგერაა და იმიტომ რაც ტონიკა და იმიტომ
ნებისმიერი პატარა რაც არის ნიშნავს - მინორს
ნებისმიერი დიდი რაც არის ნიშნავს - მაჟორს
მინორული ტერცია
მაჟორული ტერცია
მინორული სექსტა
მაჟორული სექსტა და ა.შ.
ტონიკას,კვარტას,კვინტას,ოქტავას არ ეხება გადიდება-დაპატარავებები, ეგენი არიან წმინდა, სტაბილური ტონები
ბოლოსაც დავწერ და ეგაა რახან იკითხეს
ქრომატიული (ქრომატული ნოტები) არის ნებისმიერი ნოტები რომლებიც ამ დო მაჟორულ გამაში არ არის საერთოდ
ანუ ეს დარჩენილი ხუთი ბგერა :
C#
D#
F#
G#
A#
იმ შვიდ დიატონურ ბგერას დაუმატეთ ეს 5 ქრომატული ბგერა და მივითებთ მთელ 12 ტონს
ქრომატული (მაფერადებელი ტონები, მაფერადებელი ტონები) ცალკე ავხსნათ თუ რამეა
ერთი ისაა რომ ეს ქრომატული ნოტები გამოიყენება ფრაზის გასალამაზებლად
დავდებ ვიდეოს რომელიც კარგად ხსნის ქრომტულ ნოტების ფუნქცია სამიზნე (თარგეთ) ნოტებზე
მგონი ძაან აჯაფსანდალი არ გამომივიდა
თუ რამეა მკითხეთ და რაც ვიცი გიპასუხებთ, რაც ვერ გაიგეთ და ვერ ავხსენი
რამდენი მიწერია ბლიააჰ ;( :დ
* * *
ეს პროსტო ისე ჯაზის მუღამებში იდოს რა
აი ამ თითქოსდა ქაოსურ სოლოში...
აკორდულ ტონებს რომ დაიჭერს ყური და იმის გალამაზებას უსმენს იმენა აა ორგაზმიაა

ამაზე დიდი სიამოვნება რავიცი ძმაო
ჩემ ძმაკაცს ვასმენინებდი და ოთახიდან გამექცა რა ###ობააო, ლამის დავჭერი
უკან ფონზე რაც მიდის (ბას გიტარაა რა და იმაზე აქვს აკორდული ტონები დაჯენილი ალანას) აი იმ ფონის აკორდული ტონები თუ ჩაიჭირე
და სად ასწორებს სად გადიან აკორდული ტონებიდან მთელი დღე მოუსმენ ამ სოლოს
This post has been edited by Choncxis mzera on 14 Jan 2021, 23:14