დარწმუნებული ხარ?
https://matsne.gov.ge/ka/document/view/4896616?publication=3მუხლი 3. პირბადის გამოყენების აუცილებლობა
პირბადის გამოყენება აუცილებელია:
ა1) ღია საჯარო სივრცეში ყოფნისას/გადაადგილებისას;
მუხლი 5. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისათვის
ამ წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4211 მუხლის შესაბამისად.
ანუ
https://matsne.gov.ge/ka/document/view/28216?publication=472 მუხლი 4211. პირბადის ტარების წესის დარღვევა
1. პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა −
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით.
2. პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვება −
გამოიწვევს დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარით.
3. პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენით, გადაადგილებისას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირბადის ტარების წესის დარღვევა −
გამოიწვევს ამ წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით.
4. პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირბადის ტარების წესის დარღვევა −
გამოიწვევს ამ წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებულ პირბადის ტარების წესს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო.
აი ასე მარტივადაა ყველაფერი, "იცოდე კანონი და იქნები დაცული".
აქ და ოპოტელევიზიები კიდე ფეიკ ნიუსებს და დეზებს ავრცელებენ.
თურმე უკანონოდ აჯარიმებენ ხალხს.