"მკვლევართა დაშინების ახალი დონე... როგორი ბინძური რეჟიმია თბილისში, რომელიც KGB/FSB-ს მეთოდებს იყენებს" - კრამონი ჩხრეკებზე
საქართველოში ფინანსური პოლიციის მიერ ჩატარებულ ჩხრეკებს ყოფილი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი X-ზე ეხმაურება.
"ეს არის საქართველოში მკვლევართა წინააღმდეგ დაშინებისა და რეპრესიების ახალი დონე, არჩევნების წინ. როგორი ბინძური რეჟიმია თბილისში, რომელიც იგივე მეთოდებს იყენებს, რასაც KGB და FSB იყენებენ მოსკოვში", - წერს ვიოლა ფონ კრამონი.
დღეს დილიდან თბილისში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ამერიკულ კომპანიაში, გაჩხრიკეს "ატლანტიკური საბჭოს" თანამშრომლების - ეთო ბუზიაშვილის, სოფო გელავასა და მისი მეუღლის - გიორგი ნონიაშვილის სახლები, ხოლო ქუთაისში ბიზნესმენ ვალერი ტყეშელაშვილის სახლი. ფინანსურმა ყველა ლოკაციიდან კომპიუტერული ტექნიკა ამოიღონ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ჩხრეკა 3 სავარაუდო ე. წ. "ქოლცენტრში" ჩატარდა.
https://www.newposts.ge/news/politica/mkvle...oni-chkhrekebze * * *
ნაძეჟდაც ვერ მალავს. რომ
თუ ივანიშვილი დარჩება ევროპასთან ოვიზო რეჟიმს დავკარგავთ და მოგვიწევს ვიზების რიგში დგომა
რიკარდ იოზვიაკი: არსებობს კვალიფიციური უმრავლესობა, რათა შეაჩეროს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია, თუ არჩევნები გაყალბდება ან სისხლისღვრა მოხდება
* * *
დილიდან ვიწყებთ ივანიშვილის რუსული რეჟიმის დემონტაჟს
* * *
საათები რჩება საარჩევნო უბნის გახსნამდე
* * *
მოქალაქეების უპრეცედენტო მზადება არჩევნებისთვის |
დღეს დილიდან, ევროპული იდეის გარშემო გაერთიანებული ამომრჩევლები რეგიონებში ერთმანეთის თანადგომით მიდიან
* * *
* * *
* * *

* * *
* * *


* * *
გიორგი გახარია - თუ საარჩევნო უბნებზე მივა 2 მილიონი ამომრჩეველი, მაშინ „ოცნების“ მხარდაჭერა იქნება 28%, ხოლო თუ მივა 1 მილიონი, მაშინ 60% - სწორედ აქ წყდება ქვეყნის ბედი, ყველაფერი ჩვენს ხელშია, გთხოვთ, აუცილებლად მიდით არჩევნებზე
ფაქტია, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია ამიტომ, გთხოვთ, აუცილებლად მიდით არჩევნებზე, არ მისცეთ ხმა „ქართულ ოცნებას“, არ მისცეთ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას , - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, თუ ამომრჩეველი ხმას მისცემს პარტიას, „გახარია საქართველოსთვის“ , ისინი არ დაუშვებენ „ოცნების“ დამარცხებას ისე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რამე შანსი ჰქონდეს ხელისუფლებაში დაბრუნების.
„ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ჩვენ დავბრუნდით ზუსტად იქ, სადაც ვიყავით 2012 წელს. სწორედ ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია, თითოეული თქვენგანი მივიდეს საარჩევნო უბნებზე და გააკეთოს თავისი გულწრფელი და რაც მთავარია თავისუფალი არჩევანი. 2021 წელს მუნიციპალური არჩევნების დროს „ოცნებამ“ 800 000 ხმა მიიღო. მას შემდეგ „ოცნებამ“ ბევრი რამ გააფუჭა. კორუფცია აქცია ძალაუფლების შენარჩუნების მთავარ ინსტრუმენტად, დაუპირისპირდა ჩვენს მეგობრებს, ქვეყანა მოაქცია იზოლაციაში, გარდა ამისა ბევრი რამ მოგვატყუა. რაც ყველაზე გასაკვირია, მოგვთხოვა ბოდიშის მოხდა იმ ადამიანებს, რომლებმაც გამოიარეს ეთნიკური წმენდა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლები. საბოლოოდ, „ოცნება“ და მისი ლიდერი იქამდეც დაეცა, რომ გასამართლებით დაემუქრა ახალგაზრდებს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური არჩევანის და გემოვნების გამო.
დღეს „ოცნების“ მაქსიმალური მხარდაჭერა, ყველაფერი ამის შემდეგ, არის მაქსიმუმ 600 ათასი ხმა. ამიტომ ფაქტია, რომ თუ საარჩევნო უბნებზე მივა 2 მილიონი ამომრჩეველი, ზუსტად ისე, როგორც მოხდა 2020 წელს, მაშინ „ოცნების“ მხარდაჭერა იქნება 28%, ხოლო თუ საარჩევნო უბნებთან მივა 1 მილიონი მაშინ „ოცნების“ მხარდაჭერა იქნება 60%. სწორედ აქ წყდება ქვეყნის ბედი, 1 მილიონი ამომრჩევლიდან 2 მილიონ ამომრჩევლამდე. ფაქტია, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია ამიტომ, გთხოვთ, აუცილებლად მიდით არჩევნებზე, არ მისცეთ ხმა „ქართულ ოცნებას“, არ მისცეთ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“. ხმა მიეცით ნებისმიერ სხვას, ვისაც თქვენი გონება და რაც მთავარია, გული გიკარნახებთ. თუ გააფერადებთ 25 ნომერს, ხმას მოგცემთ ჩვენ, ჩვენ ზუსტად ვიცით როგორ გამოვიყენებთ თქვენ ხმებს, ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ არ დავუშვებთ „ოცნების“ დამარცხებას ისე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რამე შანსი ჰქონდეს ხელისუფლებაში დაბრუნების. ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორ უნდა დავამყაროთ მშვიდობა ამ ქვეყანაში ბალანსის პოლიტიკით, რადგან ჩვენ გვენდობიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, ვისაც შეუძლია ცივსისხლიანად, გონივრულად, პრაგმატულად ესაუბროს რუსეთის ფედერაციას ქვეყნის დეოკუპაციის მიზნებისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
https://www.interpressnews.ge/ka/article/81...dit-archevnebze * * *
კენჭისყრის დღეს კანონით დადგენილი მთელი რიგი აკრძალვები ამოქმედდება
კენჭისყრის დღეს კანონით დადგენილი მთელი რიგი აკრძალვები ამოქმედდება. “საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით, კენჭისყრის შენობაში წინასაარჩევნო აგიტაცია აკრძალულია. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. აღნიშნული მასალა ჩამოხსნას, დემონტაჟსა და აღებას ექვემდებარება.
დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე, დაუშვებელია კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.
აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა, საარჩევნო სუბიექტის მიერ მისი წარმომადგენლის გამოწვევა ან შეცვლა.
აკრძალულია კენჭისყრამდე 8 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე ტელევიზიისა და რადიოს ეთერში ფასიანი და უფასო წინასაარჩევნო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა, აგრეთვე საარჩევნო მიზნებისათვის ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.
აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა.
კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად, აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეო გადაღება.
კენჭისყრის დროს აკრძალულია კენჭისყრის შენობის ჩაკეტვა, კენჭისყრის შეწყვეტა ან შეჩერება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არჩევნების საყოველთაოობის, თანასწორობისა და ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის უზრუნველყოფა შეუძლებელია.
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებს არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ განცხადების გაკეთება ეკრძალებათ, თუ ეს შედეგები სათანადო წესით არ არის გამოქვეყნებული ცესკოს ვებ-გვერდზე.
https://www.interpressnews.ge/ka/article/81...ebi-amokmeddeba * * *
მარკეტა გრეგოროვა თბილისშია - ევროპარლამენტარი არჩევნებს დააკვირდება
ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა თბილისშია - ევროდეპუტატი საქართველოში დაგეგმილ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს ოფიციალურ სადამკვირვებლო მისიასთან ერთად დააკვირდება.
"უპირველეს ყოვლისა, მიეცით საშუალება, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი" - წერს მარკეტა გრეგოროვა პლატფორმა "X"-ზე და აღნიშნავს, რომ თბილისში გუშინ, 23 ოქტომბერს ჩამოვიდა.
ბოლო დიდი წინასაარჩევნო ღონისძიება - და დემონსტრაცია მის წინააღმდეგ გაიმართა საქართველოში შაბათის საპარლამენტო არჩევნებამდე. მე ახლა ჩამოვედი თბილისში ოფიციალურ სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, ამიტომ კვირამდე კომენტარს არ გავაკეთებ არჩევნებზე. უპირველეს ყოვლისა, მიეცით საშუალება, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი", - წერს ის X-ზე.
https://www.newposts.ge/news/politica/marke...ebs-daakvirdeba * * *
* * *




* * *
მთავრობამ ცესკო სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში შეიყვანა - შენობის ბლოკირება პატიმრობით დაისჯებაოქტომბერი 24, 2024

საქართველოს მთავრობამ არჩევნებამდე სამი დღით ადრე დაამტკიცა სტრატეგიული ობიექტების შესახებ დადგენილება. ამ ობიექტების ჩამონათვალშია ცესკოს, სასამართლოების, მთავრობის ადმინისტრაციისა და სხვა სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულების შენობები, მათ შორის საპატრიარქოც კი.
საქართველოს მთავრობის №361 დადგენილებას ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მასში წერია, რომ სტრატეგიული ობიექტების ნუსხა განისაზღვრა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ორი მუხლის მიზნებისთვის:
სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლში წერია, რომ სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ დაწესებულების ან ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება ორ წლამდე პატიმრობით. იგივე ქმედება ჯგუფურად კი - ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობით;
სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება ტერორისტული მიზნით ისჯება 10-დან 15 წლამდე პატიმრობით.[/I]უფრო ადრე, 10 ოქტომბერს მთავრობამ ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა.
აქციის მონაწილეთა სისხლის სამართლის წესით დასჯაზე პირველად შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა მიმდინარე წლის მაისში, როცა „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე შეკრებილი ადამიანები ცდილობდნენ, არ შეეშვათ მმართველი პარტიის დეპუტატები პარლამენტის შენობაში. იმ დროს მთავრობას სტრატეგიული ობიექტების ნუსხა არ ჰქონდა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/33172003.html * * *
ბაჩიაშვილი ირწმუნება, რომ "ივანიშვილმა ოფშორების კანონით სახელმწიფოს 400 მლნ მოჰპარა"
თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში, ჟურნალისტ ნოდარ მელაძესთან ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ.
ინტერვიუში ბაჩიაშვილი შეეხო საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ე.წ. ოფშორების კანონს, რაზეც მან თქვა: "[ბიძინა ივანიშვილმა] ერთ ოპერაციაში, დაახლოებით 400 მილიონი დოლარი მოჰპარა სახელმწიფოს".
მისივე თქმით, ეს კანონი "ქართულმა ოცნებამ" მაშინ შეიტანა პარლამენტში, როდესაც ქვეყანაში ე.წ. აგენტების კანონის გარშემო იყო აურზაური და ხსნის, მისი აზრით, რეალურად, რისთვის გააკეთა ასე ივანიშვილმა.
"ივანიშვილმა თვითონვე თქვა თავის გამოსვლაში, ჩემი ნახატების კოლექციას არ მატანდნენ ამერიკიდანო, თუ საიდანაც მოჰქონდა. გამოატანეს და მან შემოიტანა საქართველოში დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ღირებულების კოლექცია. რა თქმა უნდა, მას არ უნდოდა არც დღგ-ს გადახდა, არც ქონების გადახდა, და არც მოგების გადახდა ამ ნივთებზე. შესაბამისად, ეს კანონი ითვალისწინებს სამ რამეს: 1 - რომ ამ გადმოცემული აქტივებისგან, ეს აქტივები გათავისუფლდება მოგების გადასახადიდან, ანუ მომავალში რომ გაყიდის ამ აქტივებს მოგებით, გადასახადი ამას არ ექნება. შესაბამისად, მილიარდის კოლექცია, 10 წელიწადში ან 5 წელიწადში რომ გაყიდოს 2 მილიარდად, ის 200 მილიონი დოლარი, რომელიც უნდა გადაიხადოს ბიუჯეტში, მან უბრალოდ ამოიღო ქართველი ხალხის ჯიბიდან. ასევე ის განბაჟების და დღგ-ს საფასური, მილიარდ დოლარზე დაახლოებით უწევს 180 მილიონი დოლარი, მან ასევე ამოიღო ქართველი ხალხის ჯიბიდან და ეს ქონების წლიური გადასახადი - 1%, რომელსაც ყველა იხდის თავის სახლზე, ქონებაზე, ყველა კომპანია იხდის თავის აქტივებზე - წელიწადში 10 მილიონი დოლარი პირდაპირ ამოიღო ქართველი ხალხის ჯიბიდან - ანუ ერთ ოპერაციაში დაახლოებით 400 მილიონი დოლარი მოჰპარა სახელმწიფოს. ამავდროულად, ყიდულობს ივანე ზოსიმეს ხელნაწერს, რომ რამენაირად ზემოქმედება გააკეთოს მორწმუნე ხალხის არჩევანზე. ამას აპიარებს და მეორე ჯიბით მილიარდ ლარს ჰპარავს თავის ქვეყანას. ასეთი ქველმოქმედია ბიძინა ივანიშვილი", - ამბობს ბაჩიაშვილი.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში, ჟურნალისტ ნოდარ მელაძესთან ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ.
ინტერვიუში ბაჩიაშვილი შეეხო საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ე.წ. ოფშორების კანონს, რაზეც მან თქვა: "[ბიძინა ივანიშვილმა] ერთ ოპერაციაში, დაახლოებით 400 მილიონი დოლარი მოჰპარა სახელმწიფოს".
მისივე თქმით, ეს კანონი "ქართულმა ოცნებამ" მაშინ შეიტანა პარლამენტში, როდესაც ქვეყანაში ე.წ. აგენტების კანონის გარშემო იყო აურზაური და ხსნის, მისი აზრით, რეალურად, რისთვის გააკეთა ასე ივანიშვილმა.
"ივანიშვილმა თვითონვე თქვა თავის გამოსვლაში, ჩემი ნახატების კოლექციას არ მატანდნენ ამერიკიდანო, თუ საიდანაც მოჰქონდა. გამოატანეს და მან შემოიტანა საქართველოში დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ღირებულების კოლექცია. რა თქმა უნდა, მას არ უნდოდა არც დღგ-ს გადახდა, არც ქონების გადახდა, და არც მოგების გადახდა ამ ნივთებზე. შესაბამისად, ეს კანონი ითვალისწინებს სამ რამეს: 1 - რომ ამ გადმოცემული აქტივებისგან, ეს აქტივები გათავისუფლდება მოგების გადასახადიდან, ანუ მომავალში რომ გაყიდის ამ აქტივებს მოგებით, გადასახადი ამას არ ექნება. შესაბამისად, მილიარდის კოლექცია, 10 წელიწადში ან 5 წელიწადში რომ გაყიდოს 2 მილიარდად, ის 200 მილიონი დოლარი, რომელიც უნდა გადაიხადოს ბიუჯეტში, მან უბრალოდ ამოიღო ქართველი ხალხის ჯიბიდან. ასევე ის განბაჟების და დღგ-ს საფასური, მილიარდ დოლარზე დაახლოებით უწევს 180 მილიონი დოლარი, მან ასევე ამოიღო ქართველი ხალხის ჯიბიდან და ეს ქონების წლიური გადასახადი - 1%, რომელსაც ყველა იხდის თავის სახლზე, ქონებაზე, ყველა კომპანია იხდის თავის აქტივებზე - წელიწადში 10 მილიონი დოლარი პირდაპირ ამოიღო ქართველი ხალხის ჯიბიდან - ანუ ერთ ოპერაციაში დაახლოებით 400 მილიონი დოლარი მოჰპარა სახელმწიფოს. ამავდროულად, ყიდულობს ივანე ზოსიმეს ხელნაწერს, რომ რამენაირად ზემოქმედება გააკეთოს მორწმუნე ხალხის არჩევანზე. ამას აპიარებს და მეორე ჯიბით მილიარდ ლარს ჰპარავს თავის ქვეყანას. ასეთი ქველმოქმედია ბიძინა ივანიშვილი", - ამბობს ბაჩიაშვილი.
ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ კანონი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ერგება და სანქციების მიმართ გაზრდილ მოლოდინს უკავშირდება.
პრეზიდენტმა „ოფშორების კანონს“ ვეტო 3 მაისს დაადო. იგი თავის მოტივირებულ შენიშვნებში წერდა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების შემცველია, არ შეიძლება მიღებულიყო დაჩქარებული წესით, განხილვისთვის სათანადო დროის დათმობისა და საზოგადოების ჩართულობის ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე.
ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირის, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლებით 2023 წლის ივლისში დაიწყო. მას აღკვეთის ღონისძიებად 2,5 მლნ ლარის გადახდა შეეფარდა.
ეს დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობით ისჯება.
გასული წლის 10 ივლისს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილთან კავშირსა და ეჭვებზე ვრცელი წერილი გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილს გაუჩნდა ლოგიკური ვარაუდი იმის შესახებ, რომ ბაჩიაშვილმა ქონება მისგან მითვისებული ბიტკოინებით დააგროვა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/33173617.html * * *
ქოცობა ტეხავს * * *
* * *