რამდენიმე დღის წინ გარეთ კატის კნავილი გავიგე. გავაღე კარი და რას ვხედავ, პატარა ფისუნია მიყურებს. გარეთ ძალიან ციოდა, ჰოდა, შემოვიყვანე სახლში, ვაჭამე და გავათბე. ამაზე არ შევჩერდი და სახლში დატოვება გადავწყვიტე. არ მეგონა სამ დღეში ასე ძალიან თუ დავუახლოვდებოდი და შემიყვარდებოდა. ეს ფოტო შემთხვევით, სპონტანურად გადავუღე. ძალიან ბევრს ვეთამაშებოდი და ვეფერებოდი. ღამეც ჩემთან ეძინა. ელიზაბედიც კი დავარქვი.
გუშინწინ კი სასირნოდ გავუშვი გარეთ და აღარ დაბრუნდა. Feels sad man.
ყოველთვის ჩემს გულში იქნები
