#57474012 · 2 Feb 2021, 12:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ფაქტია რომ კორონა სიტუაციამ მთლიანად შეცვალა საფეხბურთო სამყაროც და მსოფლიოც. ყველა კრიზისშია: გუნდები, სპონსორები, ხალხი და ა.შ რეალურად რამოდენიმე ტიპის პრობლემაა: 1) ცარიელი ტრიბუნები - რაც პირდაპირ ნიშნავს ნაკლებ შემოსავალს 2) 1-დან გამომდინარე სპონსორებსაც ნაკლები ინტერესი და ფინანსური შემოსავალი აქვთ 3) საერთო კრიზისმა ხალხის შემოსავლებზეც იმოქმედა და შესაბამისად, ადრე თუ ვიღაც მარტივად ყიდულობდა ბილეთებს-აქსესუარებს ცოტა მოჭერა მოუწევს.
ხოდა ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში კლუბების ფინანსებზე აისახება, თქვენი აზრით: 1) უნდა დაუბრუნდეს თუ არა სატრანსფერო ბაზარი მაზუთებამდელ რეინჯებს? 2) ფეარპლეიდან გამომდინარე თუ სატრანსფერო თანხები დაკორექტირდება, უნდა დაკორექტირდეს თუ არა კლუბების კაპიტალი? 3) უნდა დაიწყოს თუ არა სვაპები და უმეტესად განვადებები(იჯარები) 4) აკადემიები უფრო უნდა განვითარდეს თუ არა?
--------------------
ყველას ნუ ამოიყვან ტალახიდან, ზოგი მისი ბინადარია.
|