#57300001 · 15 Dec 2020, 13:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვითომ რა უნდა იყოს ამაზე მარტივი. მიდიხარ იმ ბანკში, სადაც ანგარიში აქვს გახსნილი ამა თუ იმ მონოპოლისტს(თელასი, GWP, თბილისი ენერჯი, თბილსერვის ჯუფი ან რომელიც გემსახურებათ...), და იხდი დავალიანებას და მიუთითებ აბონენტის ნომერს. მეც ესე მეგონა... "თბილისი ენერჯისთან" ორდღიანი ზარების(30 წუთი ლოდინი თითოეულ ზარზე და რიგი რომ მოგივა უკან გაბრუნებს სისტემა. მადლობას ამბობს...) და მიმოწერის შემდეგ მირჩიეს ტერმინალში გადამეხადა(საიტზე გადახდა არ მუშაობს). ანუ, არაფრით არ უნდათ საბანკო რეკვიზიტების დასახელება. ვერ ვხვდები რატომ. ის, რომ საკომისიო შუამავალთან მიდის და ის შუამავალი შემთხვევით არ არის მოხვედრილი მანდ ვხვდები. რა გზა არსებობს საკომისიოს გარეშე(ნაღდი, უნაღდო, ონლაინი) კომუნალურების გადახდის?
|