eXcess- SFP მოდული ახდენს ელექტრონული სიგნალის გარდაქმნას სინათლედ
https://en.wikipedia.org/wiki/Small_form-fa...ble_transceiver- სინათლე ელექტრომაგნიტური ტალღაა, შესაბამისად შესაძლებელია მისი საშუალებით შეტყობინების გადაცემა;
- ოპტიკური სიგნალი ვრცელდება ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელში;
- ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შიდა მხარე ანუ გულანა ოპტიკურად ნაკლებად მკვრივი გარემოა, მის გარშემო კი უფრო მეტად. შესაბამისად მასში შესხივებული სინათლე მოხვდება გარსაცმის შიდა მხარეს, აირეკლება, კვლავ დაეჯახება და კვლავ აირეკლება და ასე ზიგზაგისებურად გადაიცემა ბოჭკოში ისე რომ გარეთ არ გამოვა. ამას ეწოდება სრული შინაგანი არეკვლა (ჩათვალე რომ მილში წყალს უშვებ, რომელიც მილის კედლებს ეჯახება და ასე მიედინება);
- სინათლის სხივს გააჩნია სხვადასხვა სიგრძის ტალღა. ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელებში ძირითადად გამოიყენება 850 ნმ (ნანომეტრი), 1310 ნმ, 1555 ნმ და 1625 ნმ-ს სიახლოვეს არსებული ტალღები;
- ტალღები დალაგებულია იმავე პრინციპით, როგორც მრავალარხიან ანალოგურ კავშირში;
- საბოლოოდ ეს სიგნალი ისევ SFP მოდულში შევა და ელექტრონულ სიგნალად გარდაიქმნება.