პარლამეტში შესასვლელად საჭირო 1% ბარიერი გადალახა 9 პარტიამ.
ერთი (ყველაზე მსუქანი) პარტია პარამენტში შევიდა.
დანარჩენ პარტიებში ასეთი სიტუაციაა:
7-მა პარტიამ თქვა რო არჩევნები გაყალბდა და პარლამენტში შესვლა არ გამოვაო.
ერთმა პარტიამ თქვა, ჯერ არ ვიცი გაყალბდა თუ არა და რამდენით გაყალბდა, მარა თუ იქ ჩვენი პარტნიოები არ იქნებიან შესვლას აზრი არ აქვსო და არ შესულა.
გამოხდა ხანი, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიებიდან 6-მა აიღო პარტიული საბიუჯეტო დაფინანსება, იმ არჩევნების შედეგების მიხედვით, რის ბათილობას და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
ზემორე ექვსიდან, სამი პარტიის წარმომადგენლებმა, პარლამენტს საკუთარი ანგარიში გაუგზავნა ხელფასის ჩასარიცხად და იმათ ჩაურიცხეს კიდეც.
სხვები, ვინც აქამდე იყვნენ პარლამენტის წევრები, ასევე იღებენ და ხარჯავენ პარლამენტის წევრის ხელფასს (შეილება ვინმე იყოს გამონაკლისი).
ფულაღებული 6-დან, 5 პოლიტიკური პარტია, თანახმაა მონაწილეობა მიიღოს ადგილობრვ არჩევნებში, ჟვანიას ადმინისტრაციის პირობებშიც კი.
ერთ ერთი ფულაღებული პარტია პარლამენტში შევიდა, მარა თან არ შევიდა, თქვეს საპარლამენტი სიაში რო ხალხი გვეწერა ეგ ხალხი პარტიის წევრები არ არიანო.
საყოველთაოდ მოარული ჭორების თანახმად, ზემორე პარტიებში არსებობს ხალხი, რომელმაც პარლამენტის წევრობაზე უარის თქმის განცხადება განზრახ არასწორად შეავსო, შესაბამისად დახარვეზებას ელოდება და არა დაკმაყოფილებას.
რომ შევაჯამოთ მოკლედ:
8-დან 6 პარტიას ბიუჯეტიდან ფული აღებული აქვს, უბრალოდ ცუდი მოსწავლესავით გაკვეთილებს აცდენს.
ერთი პარტია უკვე პარლამენტშია და არ ვარო იძახის.
ვინც არ შედის ხელფასს ითხოვს არ შესვლაში, ბიუჯეტიდან.
ასევე არ შედიან ის პარტიები და პოლიტიკოსები, ვინც ვერ მოხვდნენ პარლამენტში.
ამავდროულად არსებობს ერთი პარტია, რომელიც ყველაზე მკაცრ ბოიკოტშია, ბიუჯეტის ფულს არ იღებს და არც მომავალში აპირებს.
ამ უცნაურ პარტიას, ყველა სხვა პარტიისგან განსხვავებით დღესაც იგივე უნდა რაც თავიდან უნდოდა - პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით.
სანამ პარლამენტის საკითხი არ გადაწყდება, ეს პარტია არ აპირებს მონაწილეობას არც ერთ არჩევნებში.
პარტია გამორიცხავს პარლამენტში შესვლას სანამ იქ მთავარი ოპოზიციური პარტია არ შევა და კონსტიტუციის ცვლილება არ გახდება შესაძლებელი.
ამ პარტიას კონსტიტუციის შეცვლა უნდა იმ საქმისთვის, რის გამოც ბოლო 2 წელია იბრძვის ქრთული საზოგადოება.
ამ ყველაფერს ეს პარტია აკეთებს იმ რეალობაში, როცა ეს ესაა პარტიიდან სიის პირველი ნომერი წავიდა და დაარსა იგივე სახელწოდების ახალი პარტია.
მიზეზად კი მხოლოდ ის თქვა პარტიაში მაბულინგებდნენ, მხარდამჭერებს (რეალურად კი არაადეკვატურ გასულებს) ოფისიდან აგდებდნენ და მოსაწევს ეწეოდნენო.
მე კი ჯანსაღ გირჩზე ვოცნებობდიო.
აი ამ რეალობაში, ქართულ (მეტწილად პარტიულ) ფარისეველ საზოგადოებას საკუთარ განავალში აქვს ხელი ჩაყოფილი და ცდილობს რაც ხელთ მოჰყვება იმ ერთადერთ პარტიას ესროლოს, რომლის წინააღმდეგაც არ არსებობს პოლიტიკური ჩათლახობის არც ერთი მტკიცებულება და არც არასოდეს იარსებებს.
სწორედ ამაშია გირჩის ძალა.
2021 წელს ამაში დაგარწმუნებთ.
მადლობა ყურადღებისთვის.
მრავალს დაესწარით.
ავტორი: იაგო ხვიჩია
წყარო:
https://www.facebook.com/KhvichiaI/posts/236286631210667
//The fear of death follows from the fear of life. A man who lives fully is prepared to die at any time.//