გამარჯობა მეგობრებო.
იყიდება საკუთარი Razer blade 14 რომელთანაც 4 წელი გავატარე უკვე და კიდევ მინდა, მაგრამ სამწუხაროდ ახალი razer ის ყიდვა მინდა და თანხა მჭირდება.
ვინც ამ თემაში შემოხვედით და ათვალიერებთ, ალბათ უკვე იცით რაც არის. ლეპტოპი არის საუკეთესო მდგომარეობაში, ყიდვის დღიდანვე აკვრია შიდა მხარეს Carbon ის სტიკერები და შესაბამისად შიგნით ახალივით იქნება.
მონაცემებზე დავწერ და შემდეგ გავაგრძელებ:
* Intel Core i7 4720HQ @ 2.60GHz UP to 4.20GHz
* 16 GB Dual-Channel DDR3
* NVIDIA GeForce GTX 970M 3GB
* 256 GB SAMSUNG MZNTE256HMHP
* 4k Touch Screen
* Windows 10 Enterprise LTSC evаluation 64-bit
მთლად სასწაული და 2020 - ის მონაცემები რომ არ აქვს თქვენც ხედავთ მაგრამ medium gaming - თვის ჯერ კიდევ გამოდგება. სულ 3 თამაში მაქვს ამაზე გამოცდილი, Full HD ზე CSGO - ს უბერავს 140-150 FPS ით და Assassin's Creed Odyssey - ს 55-60 Fps ით ვთამაშობდი.
მდგომარეობა მაღლაც დავწერე, რომ ძალიან კარგია ერთი ნაკლი ის აქვს, რომ დაბლა რეზინები მოვაძვრე, რომელიც სრიალში ხხელს უშლიდა, შენახული მაქვს, მეგონა მივამაგრებდი მაგრამ ეგრე ადვილადაც არ მაგრდება თურმე და შემრჩა მომძვრალი, მაგრამ საერთოდ არაფერში უშლის ხელს. * კიდევ ერთი ნაკლი ის აქვს რომ ოდნავ აქერცლილია მარცხენა ctrl ღილაკი მაგრამ ყიდვიდან მეორე დღესვე მოგცემთ ახალ ღილაკს ( იქიდან გადმოვიტან რომელიც მე უნდა ვიყიდო )
* მთლიან კორპუსზე, შიგნიდანაც და გარედანაც ერთ ნაკაწრსაც ვერ იპოვით
* არის მთლიანად ალუმინის კორპუსში
* არის ძალაიან თხელი ( წლის და მონაცემების გათვალისწინებითაც კი )
* გამოდგება ბევრი დღევანდელი Ultrabook ის შემცვლელადაც კი
* მოყვება ორიგინალი დამტენი
ელემენტი უძლებს ძალაინ კარგად თავის ასაკთან და კლასთან შედარებით. 2 ცალ Full HD ფილმს გაყურებინებთ საშუალო brightness ით, თუ ვიდეოკარტასაც გათიშავთ, ისე საშუალოდ 2.5 - 3 სთ ძლებს უპრობლემოდ. ახალი რომ იყო 4.5 - 5 სთ იყო ეს დრო.
კიდევ ბევრი რომ არ ვილაპარაკო ესაა რაცაა და ვინც აქამდე წაიკითხეთ მგონი უკვე იცით რაც არის.
ეს მოდელები არც თუ ისე კარგ მდომარეობაში, დღეს ebay ზე 600-650-700 დოლარებში იყიდება (და არც იცით რა ჩამოგივათ). იგივე ფასს ვადებ მეც და მეტს ვერ დავაკლებ. წონას, ( min 100 ლ) განბაჟებას, (min 350 ლ) და ლეპტოპის მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ 2500 ლ საუკეთესო ფასი უნდა იყოს, ბოლო-ბოლო პლასტმასის acer ები და MSI ები იყიდება ამ ფასად და უფრო ძვირადაც.
გაცვლა განიხილება მხოლოდ 2019+ razer blade 15 - ში ჩემგან დამატებით.




