თქვენ გინდათ, რომ მაინც და მაინც დედის ნათლული ეწეროს?
აი ეს ნაწილი წაიკითხეთ დაკვირვებით:
ნათლისღების ნათესაობისათვის
წმ. ნათლისღება არის საღმრთო შობა და სულის განახლება, და, რომელმაც ამოიყვანოს ჩვილი წმინდა ემბაზიდან (ანუ მონათლოს), იქნება ის ჩვილის სულიერი მამა და აღმომქმელი (ანუ ნათლია) ხორციელ მამაზე უფრო დიდი ნათესავი იქნება და ყოვლად წმ. სულის შუამდგომელობით ნათლია იქნება თავისი ნათლულის ხორციელი მამის ძმა და ხორციელი მამა და სულიერი მამა ითვლებიან ორ თავად, რადგან მისი ძმა არის. ხოლო ჩვილისათვის სულიერი მამა ითვლება ერთ თავად, ხოლო მისი ნათლულის ძმები ითვლებიან სამ თავად, როგორც მისი ძმისწულიები, რადგან მამა ძმა არის მათი სულიერი მამისა და ნათლიის შვილები მისი ნათლულებისთვის ითვლებიან ორ თავად.
მე ვარ მამა ჩემი შვილებისა, რომლებიც მე დავბადე ხორციელად და ზოგიც სულიერად წმ. ემბაზიდან (ანუ მოვნათლე). ჩემი სულიერი და ხორციელი შვილები ითვლებიან ორ თავად, ხოლო ჩემი ნათლიმამის (ანუ ნათლულის მამის) სხვა შვილები, რომლებიც არ მომინათლავს, ითვლებიან ხორციელად შობილი ჩემი შვილებისათვის მეოთხე თავად, როგორც ორი ძმის შვილები, რომელთაც ეწოდათ პროტა ექსადელფია (ე.ი. პირველი ბიძაშვილები) და ამათი შთამომავალნი აღირიცხებიან, როგორც სისხლით ნათესავები მერვე თავამდე, და არ შეიძლება მათი ქორწინება, ვიდრე არ დამთავრდება მერვე თავი, როგორც ამბობს მეექვსე კრების ოცდამეცამეტე კანონი -
სისხლით ნათესაობაზე უფრო დიდი ნათლიაობითი ნათესაობაა. ვინაიდან რჯულისა და კანონისგან ასე გვებრძანა, მაშასადამე ვალდებულნი ვართ, რათა უმეტესად წმიდად და მკაცრად დავიცვათ ეს კანონი და მერვე თავამდე არ მოვახდინოთ შეერთება. და, როდესაც განსრულდება მერვე თავი, გახსნილი იქნება, როგორც სისხლით და შვილად აყვანის ნათესაობა, მხოლოდ ესეც აღმავალთა და შთამომავალთათვის აღირიცხება, ხოლო გვერდ განმავალთათვის დაუბრკოლებელია ქორწინება.
ჩემი ძმის შვილი მიერ მონათლულ ქალს ცოლად შეირთავს, აგრეთვე მეც შევირთავ ცოლად ჩემი ნათლიმამის დას.
ხოლო ვინც საკუთარი შვილი მონათლოს, უნდა დატოვოს თავისი ცოლი, იმიტომ, რომ სულიერი შვილი მონათვლის გამო ცოლი გახდა მისი სულიერი და. ამდენად შეუძლებელია მათი ცოლ-ქმრობა.
თუ მიგაჩნიათ, რომ ეს წყარო არ არის სანდო, ნებიმიერ მღვდელთან მიდით და შეეკითხეთ. მართალია, ამ ბროშურაში არ არის მითითებული კონკრეტული წყაროები და ამ წუთისთვის არც მე მაქვს ხელთ რამე, ამიტომ თქვეთვის ალბათ უკეთესი იქნება მეტი თავდაჯერებისთვის ნებისმიერ მოძღვარს მიმართოთ.
* * *
KingofImmoralityაქ მითითებულია მეექვსე კრების ოცდამეცამეტე კანონი. ოცდამეცამეტე კანონში არ არის ეგ, არამედ 53. მცირე შეცდომაა.
სადღაც მაქვს დიდი სჯულისკანონი და შეიძლება ვნახო თუ დაგჭირდებათ.
ჩასწორება: ვნახე ონლაინ
მეექვსე კრების კანონები აქ წერია: 53-ე ნაწილში "სულიერი ნათესაობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხორციელი კავშირი"
რადგან დედის მიერ მონათლული ადამიანი ითვლება დედის სულიერ შვილად, მასზე დაქორწინება არ შეიძლება.
This post has been edited by დათიკო on 8 Jan 2021, 22:36