ჩემთვის პირადად ჩემს არცერთ სამსახურს არ მოუნიჭებია ბედნიერება და ოცნებად მაქვს გალერეაში გიდად მუშაობა,ოღონდ საქართველოში არა სადმე საზღვარგარეთ დიდ მუზეუმში დიდი მხატვრების ნახატებზე და ბიოგრაფიაზე მოვუყვებოდი ვიზიტორებს

და მთლიანად შევისწავლიდი ხელოვნებასთან დაკავშირებულ საკითხებს,საღამოობით თეატრებში და კაფე ბარებში ვივლიდი სადაც თანამედროვე და რეტრო სტილი იქნებოდა შერწყმული და სიგარეტის მოწევას დავიწყებდი ისიც იმიტო რო მაგ მომენტში გამებოლებინა ყავასთან ერთად და ვინმე საინტერესო სიმპატიურ ყმაწვილთან ერთად მესაუბრა რომელიმე მხატვრის ნახატებზე
ჰო მართლა ნახატების შეფასებაც კარგი იქნებოდა ნამდვილის ყალბისგან გარჩევა
იქნებ არც ეხლა არის გვიანი
ჰო კიდევ ვიზაჟიც ძალიან მომწონს
თქვენ რა მოგანიჭებდათ სიამოვნებას მთელი ცხოვრება რომ გეკეთებინათ?