სალამი ყველას. პირველ რიგში გილოცავთ ახალ 2021 წელს, მრავალს დაესწარით ჯანმრთელად და ბედნიერად, ღვთის წყალობა არ მოგკლებოდეთ.
მოკლედ რა ხდება. კაი ხანია 4-5 თვე მანქანის ყიდვას ვფიქრობ და დადგა ის მომენტი როცა ფულს მალე დავიჭერ ხელში და ისევ ფიქრში ვარ რომელი მაშინა ვიყიდო. ესეიგი მინდა ეკონომიური იყოს საწვავის მოხმარების მხრივ და ასევე გამძლე. ვერ ვერკვევი მანქანებში რომელია კარგი და რომელია ცუდი, რომელს რა უფუჭდება და ნაწილის ფასებიც არ ვიცი შესაბამისად. მინდა გამოცდილი და მცოდნე ხალხის რჩევა. რამდენიმე მანქანას ვფიქრობ და იქნებ მირჩიოთ რომელი ვიყიდო ან რომელი არ ვიყიდო და რატომ. გავიკითხე რაღაც მანქანები და გუგლშიც ვეძებე ეკონომიური რომელი იყო. ასევე რათქმაუნდა მინდა რაც შეიძლება მაგ ფასში ლამაზიც იყოს. რაც მანქანაში შემიძლია გადავიხადო არის მაქსიმუმ 4500$.
1.https://www.autobild.ge/index.php?option=com_content&view=article&id=5694:yvelaze-ekonomiuri-meoradebi&catid=204:meoradebi&Itemid=166&lang=ka-GE
თუ ამ საიტს დავუჯერებთ მომეწონა BMW 320d Touring. წვა უწერია 6 ლიტრი. ხოდა მაინტერესებს რამდენად გამძლე მანქანაა. ღირს თუ არა ამის ყიდვა და კიდევ მაინტერესებს რომელზეა ზუსტად საუბარი. BMW 320d Touring <---- (ამ სახელით რომ დავგუგლე სულ ფურგუნები ამოყარა). მაიაუტოზე რომ ვნახე ჰეჩბეკია და ვეღარ გავიგე რომელზეა საუბარი ზუსტად.
https://www.myauto.ge/ka/pr/48885962/iyideb...2006-dizeli-geohttps://www.myauto.ge/ka/pr/49038334/iyideb...2008-dizeli-geo2. Toyota Camry 2007-2010 ვფიქრობ ჰიბრიდს. მაგრამ ჩამოყვანით განბაჟების გარეშე,გასაკეთებელი მაგალითად კარი რომ აქვს შესაცვლელი ბამპერი და ეგეთი რაღაცეები რასაც ნელნელა გავაკეთებ 2012 იანსაც ვფიქრობ თუ ჩავეტიე მხოლოდ ჩამოყვანით განბაჟების და გაკეთების გარეშე.
რავიცი თქვენ რას მირჩევთ როგორ მოვიქცე ან იქნებ სხვა მანქანაც არის რამე კარგი და მე არ ვიცი. BMW მომწონს რათქმაუნდა უფრო და რასთან მექნება პრობლემები რა უფუჭდება ყველაზე ხშირად და ზოგადად როგორი მანქანაა. მოკლედ მივიღებ რჩევებს. არ განიხილება კუპე და მარჯვენა საჭიანი მანქანები, ასევე არ განიხილება მექანიკა.
This post has been edited by GAASVENE on 1 Jan 2021, 16:53